თამაშგარე

12:18 | 10.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ძმას აფერისტობაში ადანაშაულებენ

სასიხარულო და საამაყო ნამდვილად არაფერია იმაში, რომ კრიშტიანუ რონალდუსთანა მნიშვნელოვანი ფიგურა ხარ და შენს ძმას პოლიციაში გამყალბებლის ბრალდებით მიაჩიქჩიქებენ. არადა, რა რონალდუს ბრალია, რომ მისი ძმა უგო ავეირო პორტუგალიელი და იტალიელი სამართალდამცველების ხელში მისმა სიხარბემ და სიშტერემ ჩააგდო.

'

საქმე მაისურებზე დატანილი წარწერების გაყალბებას და ამ გზით თანხის მოხვეჭას ეხება. უგო ავეირომ რონალდუს სახელზე რამდენიმე მილიონი მაისური გამოუშვა და ზედ ისეთი ფირმებისა და კომპანიების ლოგოტიპებიც დაატყეპა, რომელთა ხელმძღვანელებსწარმოდგენაც კი არ ჰქონდათ რონალდუს ძმის ასეთ ბიზნეს საქმიანობაზე.

კომპანიებმა ცხადია უჩივლეს ფულის მოხვეჭაზე თვალებგაფაციცებულ უგოს და პოლიციამაც ამ საქმეში აფერისტული კვანძები და ხერხები დაინახა. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ჟურნალისტები ახლა კრიშტიანუს დასდევენ და ძმაზე შეკითხვებით გულს უწყალებენ. არადა, რონალდუ მართლა რა შუაშია?...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10167