ფეხბურთი

11:23 | 10.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰმა ჯერარდის რეკორდი გააუმჯობესა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში, დანიური „მიდტიულანდის“ წინააღმდეგ (1:1), „ლივერპულის“ შემტევმა, მოჰამედ სალაჰმა, 55-ე წამზე გახსნა ანგარიში. ეს მერსისაიდელთა ყველაზე სწრაფი გოლია ამ ტურნირის ისტორიაში.

'

პორტალ OptaJean-ის ცნობით, ეს ეგვიპტელის ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულის“ მაისურით გატანილი 22-ე ბურთია. ამ მაჩვენებლით სალაჰმა სტივენ ჯერარდს გადაუსწრო და „წითლების“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა ლიგაზე.

0.116609