ფეხბურთი

22:40 | 9.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ფლამენგომ" "ფიორენტინასგან" პედრო გილერმე გამოისყიდა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "ფიორენტინას' აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი პედრო გილერმე "ფლამენგოში" ოფიციალურად გადავიდა. როგორც "იების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ბრაზილიელებმა ფეხბურთელი გამოისყიდეს.

პედრო "ფლუმინენსეს" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია და იტალიელებმა 2019 წლის სექტემბერში 11 მილიონ ევროს სანაცვლდ დაიმატეს. ნახევარი სეზონის შემდეგ ფლორენციელებმა პედრო იჯარით გაუშვეს "ფლამენგოში", რომელმაც გამოსყიდვის უფლება დაიტოვა და ახლა გამოიყენა.

"ფიორენტინას" მაისურით პედრომ მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა, ხოლო "ფლამენგოს" რიგებში თითქმის ერთ წელიწადში გილერმემ 33 შეხვედრაში თავის გამოჩენა 17-ჯერ შეძლო. ბრაზილიის ნაკრებში 20 წლის თავდამსხმელიმიმდინარე წლის ნოემბერში გამოიძახეს და ვენესუელასთან საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.115187