კალათბურთი

21:56 | 9.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფიბას რეიტინგში საქართველოს ნაკრების პოზიცია უცვლელია

ფიბამ მორიგი კალენდარული მატჩების შემდეგ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, მაგრამ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო რეიტინგში არც პროგრესი აქვს და არც რეგრესი. თუმცაღა, ილიას ზუროსის გუნდმა ფინეთთან (91:85) და შვეიცარიასთან (91:84) გამარჯვებების შემდეგ ქულების რაოდეობა გაზარდა.

საქართველო ამ დროისთვის 313 ქულით 36-ე ადგილზეა და მცირედით ჩამორჩება სენეგალს, ფინეთს, ტუნისსა და ანგოლას, ხოლო ბელგიას, იორდანია, ისრაელი და უნგრეთი ჩვენი უახლოესი მდევრები არიან.

საუკეთესო ათეულში ერთადერთი ცვლილება მოხდა. რუსეთის ნაკრები ორი პოზიციით დაწინაურდა, ჩეხეთი დაქვეითდა და შესაბამისად, მათ პოზიციაზები გაცვალეს.

1. აშშ - 781.4 ქულა

2. ესპანეთი - 721.2 ქულა

3. ავსტრალია - 666.5 ქულა

4. არგენტინა - 662.3 ქულა

5. სერბეთი - 660.6 ქულა

6. საფრანგეთი - 657.9 ქულა

7. საბერძნეთი - 656.7 ქულა

8. ლიეტუვა - 633.4 ქულა

9. რუსეთი - 599.2 ქულა

10. ბრაზილია - 591.9 ქულა

...36. საქართველო - 313.0 ქულა

ფიბას რეიტინგი სრულად...

0.131188