გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა შესაძლოა ლონდონის "არსენალი" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დატოვოს. როგორც Daily Mail-ი იუწყება, ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებას MLS-ის კლუბი "დი სი იუნაიტედი" იჩენს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია იოზილის "ფენერბაჰჩეში" გადასვლასთან დაკავშირებით. თურქული კლუბის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მურათ ზორლუმ განაცხადა, რომ იანვარში მესუთის სტამბოლურ კლუბში გადასვლის შანსი 90 პროცენტია და დიდი ალბათობით გერმანელი კლუბს გამოიცვლის.