ფეხბურთი

23:00 | 9.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვიეირამ შესაძლოა "ნანტი" ჩაიბაროს

"ნიცას" ყოფილმა მწვრთნელმა პატრიკ ვიეირამ შესაძლოა "ნანტი" ჩაიბაროს. აღნიშნულ ინფორმაციას The Sun ავრცელებს. იმ შემთხვევაში თუ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება, ვიეირა აღნიშნულ პოსტზე კრისტიან გიუკუფს ჩაანაცვლებს, რომელიც "ნანტმა" გაუშვა.

პატრიკმა "ნიცა" 2018 წელს ჩაიბარა და 2020 წლის 4 დეკემბრამდე წვრთნიდა. ფრანგის სპეციალისტის გუნდმა 89 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 35 მოიგო და 21 ფრედ დაასრულა. რაც შეეხება "ნანტს", საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გუნდი 13 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება.

0.119182