"დორტმუნდის" თავდამსხმელი იუსუფა მუკოკო ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ყველაზე ახალგაზრდა გახდა. გერმანელმა "ზენიტთან" მოგებულ (2:1) ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში 58-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. კამერუნელი ფესვების მქონე ფეხბურთელი მოედანზე 16 წლის და 18 დღის ასაკში შევიდა და სელესტინ ბაბაიაროს შედეგი 67 დღით გააუმჯობესა.
იუსუფამ "დორტმუნდის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში ივლისში დააწინაურეს. მიმდინარე სეზონში მუკოკო ასევე ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეც გახდა. მუკოკოს პირველ გუნდში ოთხი შეხვედრა აქვს ჩატარებული და ჯერჯერობით თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.