ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში „ლაჩხუთი“ შვედურ „როზენგარდს“ დაუპირისპირდა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი პირველივე მატჩში დაკარგა.
გურულებისთვის ეს ახალი გამოცდილება და ახალი გამოწვევა იყო. „ლანჩხუთმა“ ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში გავიდა.
„როზენგარდი“ კი მაღალი დონის გუნდია და ბუნებრივია აშკარა ფავორიტი იყო. საბოლოოდ 0:7. ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა, როდესაც სტუმრებმა 6 გოლი გაიტანეს.
მხოლოდ სტატისტიკა მეტყველებს ყველაფერზე - „ლანჩხუთს“ კარის მიმართულებითაც არ დაურტყამს, არც კუთხური ჩაუწოდებია. საპასუხოდ, შვედებმა კარისკენ 43-ჯერ დაარტყეს, 17 კუთხური ჩააწოდეს. საუკეთესო კი 7 გაშვებული გოლის მიუხედავად თათია გაბუნია იყო, რომელმაც თამაში 21 სეივით დაასრულა.
ამ გუნდების საპასუხო მატჩი შვედეთში ერთ კვირაში გაიმართება.
„ლანჩხუთი“ – „როზენგარდი“ 0:7 (0:6)
გოლები: 0:1 ცანკოვიჩი (7), 0:2 კანერიდი (18), 0:3 ანვეგარდი (19), 0:4 ტროლსგაარდი (26), 0:5 ბენისონი (28), 0:6 ვიგოსდოტირი (33), 0:7 სეგერი (74)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ისე რეკორდიც დაამყარა ჩვენმა მეკარემ --21 სეივი რომელიმე მეკარეს ქონია ისტორიაში ?
ანუ რამხელა უფსკრული კი არა ქვესკნელი ყოფილა ჩვენს და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის ! ამ საშუალო დონის გუნდთან თუ ასე წავაგეთ წარმომიდგენია საუკეთესოებს რომ შევცვდეტ რა ანგარიშით წავაგენთ ! ალბათ 0-45 ს წავაგებთ ანუ თითო გოლზე იმათ 2 წუთი დაეხარჯებათ --1 წუთი გოლის გატანაში ნდაეხარჯებათ კიდევ 1 წუთი მერე ბურთის წამოღებაშ ცენტრში მერე ისევ გატანა და ასე შემდეგ
ყოჩაღ ამ გოგოებს! ამ თამაშის გამო კი არა, აქამდე რომ მოვიდნენ იმისთვის!
ეს წაგება არ არის სამარცხვინო; სამარცხვინო იყო მეთევზეებთან რომ წავაგეთ 1:6!