თამაშგარე

13:38 | 9.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხესე როდრიგესი თავისმა ხასიათმა დაღუპა

ახალგაზრდა ფეხბურთელი ჭეშმარიტად შტერი და არანორმალური უნდა იყოს, თავისი ხასიათის გამო ჯერ მადრიდის “რეალიდან“ რომ გაუშვან და შემდეგ “პსჟ“-დან საერთოდ კონტრაქტის შეწყვეტით გამოაბუნძულონ. სწორედ ასე მოუვიდა ახალგაზრდა ხესე როდრიგესს, რომელსაც პარიზულმა კლუბმა კონტრაქტი მისი არასთანადო ქცევის გამო შეუწყვიტა.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ხესეს ბოლო სატრფომ, მოდელმა როკიო ამარმა სოციალურ ქსელში გაავრცელა აუდიო ხმოვანი ჩანაწერი, სადაც მობურთალი თავის ყოფილ ცოლსა და შვილების დედას, აურა რუიზს შეშლილს, უნამუსოს და საზიზღარ ქალს უწოდებს. ამას გარდა, ხესე ნაცოლარის მისამართით სხვა “ლამაზ-ლამაზ“ გამოთქმებსაც ხმარობს.

როგორც ჩანს, მოდელმა როკიო ამარმა ქალური სოლიდარობა გამოხატა აურა რუიზის მიმართ და ხმოვანი აუდიოს გავრცელების შემდეგ, ისიც ოფიციალურად დაშორდა ხესე როდრიგესს. როგორც შემდეგში გაირკვა, ხესე ყოფილ ცოლს ხშირად სცემდა და ფსიქოლოგიურ ძალადობასაც არ თაკილობდა. ჰოდა, ამ ყველაფრის გამგონე “პსჟ“-ს ბოსებიც ადგნენ და როდრიგესი კლუბიდან მიაბრძანეს. პრინციპში ლოგიკურადაც...

0.122177