იტალიის რანგით მე-2 ლიგაში ნიკა მეტრეველის “ნაპოლი” “ტორინოს” ესტუმრა და მე-2 ტურის გამოტოვებულ მატჩში 66:79 დამარცხდა. გადამწყვეტი მე-2 მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 25:6 მოიგეს.
ნეაპოლელთა თავკაცმა მარკო კალვანიმ ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში დააყენა, თუმცა, ნიკას კარგი მაჩვენებლები ნამდვილად არ ჰქონია.
მეტრეველმა თამაშიდან 10-დან 2 ტყორცნა გამოიყენა და 4 ქულას 6 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა წაამატა. 23:57 წუთში ქართველმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ნაპოლის” 3 მოგება და 4 მარცხი აქვს, მომდევნო მატჩს კი 16 ნოემბერს შინ “ტრიესტეს” წინააღმდეგ ჩაატარებს.