ფეხბურთი

10:54 | 9.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალეხანდრო საბელია გარდაიცვალა

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია გარდაიცვალა. 66 წლის სპეციალისტი 26 ნოემბრიდან საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც გულზე მკურნალობდა.

თუმცა, მას ოპერაცია გაურთულდა, რის გამოც ბოლო დღეები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა.

საბელია არგენტინის ნაკრებში 2011-2014 წლებში მუშაობდა და „ალბისელესტე“ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულთან ძალიან ახლოს მიიყვანა, ფინალში გერმანიასთან მხოლოდ დამატებით დროში წააგეს.

მანამდე საბელია ორი წლის განმავლობაში „ესტუდიანტესს“ წვრთნიდა, სხვაგან კი მთავარი მწვრთნელის პოსტზე არ უმუშავია. 1983-1984 წლებში არგენტინის ნაკრებში მან 8 მატჩი ჩაატარა.

0.11195