ფეხბურთი

16:32 | 8.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

IFFHS-მ მანუელ ნოიერი 2020 წლის საუკეთესო მეკარედ დაასახელა

მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების კარის დარაჯი მანუელ ნოიერი ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) ვერსიით 2020 წლის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.

გერმანელმა ეს ტიტული კარიერაში მეხუთედ მოიგო (2013, 2014, 2015, 2016, 2020) და იკერ კასილიასსა (2008, 2009, 2010, 2011, 2012) და ჯანლუიჯი ბუფონს გაუთანაბრდა (2003, 2004, 2006, 2007, 2017).

ნოიერმა 320 ქულა დააგროვა და დიდი უპირატესობით აჯობა იან ობლაკსა (40), და ალისონ ბეკერს (30).

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მანუელ ნოიერმა მიუნხენის „ბაიერნის“ შემადგენლობაში ყველა ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა.

0.114058