„ლივერპულის“ 22 წლის მეკარე, კევინ კელეჰერი, ბოლო დღეების გმირი გახდა. ირლანდიელს ჯერ ჩემპიონთა ლიგაში ჰქონდა დებიუტი („აიაქსთან“ 1:0), შემდეგ კი პრემიერლიგაში („ვულვერჰემპტონთან“ 4:0), ორივე შეხვედრაში მან ჩინებულად წარმოაჩინა თავი.
„უბედნიერესი კვირა იყო ჩემთვის. რა უნდა ვთქვა? ორი დებიუტი რამდენიმე დღის მანძილზე, დაუჯერებელია. მგონი, ცუდად არ გავრჯილვარ.
„აიაქსთან“ რომ ვითამაშებდი, მატჩის წინ გავიგე. შემდეგ ტელეფონი სამი დღის განმავლობაში არ გაჩერებულა. მირეკავდნენ მეგობრები, პარტნიორები, მწვრთნელები, ახლობლები. ალისონმაც მომწერა.
ფანტასტიკური იყო, როცა თამაშოს შემდეგ მწვრთნელი ჩემსკენ გამოიქცა და ჩამეხუტა.“ - ციტირებს კელეჰერის სიტყვებს Liverpool Echo.