კომპანია Chevrolet, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი სპონსორია, მზადაა კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსიდან“ „მანჩსტერში“ ტრანსფერი დააფინანსოს - გვამცნობს Auto Esporte.
წყაროს მტკიცებით, პორტუგალიელის მანჩესტერში გადაბარგება ერთობ სარფიანი იქნება კომპანიისთვის. Chevrolet-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კრიშტიანუს „იუვენტუსში“ გადასვლამ თავის დროზე დიდად ახეირა ტურინული კლუბის მთავარი სპონსორი და მათი კონკურენტი - Jeep.
კრიშტიანუ „მანჩესტერში“ 2003-09 წლებში თამაშობდა და მანკუნიანელებთან ერთად ცხრა ტიტული მოიგო, მათ შორის, სამჯერ პრემიერლიგა და ერთხელაც ჩემპიონთა ლიგა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რონალდუ-რეშფორდი-კავანი უსერიოზულესი შეტევის ხაზი გამოვა, თან როცა უკან ბრუნო-ბეეკი-პოგბას სამეულიდან ორნი დადგებიან!!