ფეხბურთი

10:24 | 8.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა - 3 მერვედფინალისტის მოლოდინში და მესი VS რონალდუ

ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში დღეს მეექვსე ტურის რვა მატჩი ოთხ ჯგუფში გაიმართება და სამი მერვედფინალისტი გამოვლინდება. ორ ჯგუფში ყველაფერი დასრულებულია, ორგან ჯერ ბრძოლა გრძელდება.

E ჯგუფი სრული ფორმალობაა და ოივე თამაში სპარინგის ხასიათს ატარებს. აქ მართლაც ყველაფერი გადაწყვეტილია: „ჩელსი“ პირველია, „სევილია“ მეორე, „კრასნოდარი“ მესამე და „რენი“ მეოთხე. ამას ბოლო ტურის ორი მატჩი ვერ შეცვლის. ამრიგად, „რენი“ – „სევილია“ და „ჩელსი“ – „კრასნოდარი“ ფორმალურად გაიმართება, გუნდებს შეუძლიათ ტაქტიკური მონახაზი და ახალი ფეხბურთელები გამოსცადონ.

F ჯგუფში ინტრიგა არის. „ლაციო“ „ბრიუგეს“ მასპინძლობს და ერთ-ერთი გუნდი პლეი-ოფში გავა. იტალიელები ფავორიტები არიან, რადგან ფურცელზე სიმონე ინძაგის უკეთესი გუნდი ჰყავს, უფრო მაღალი კლასის და უფრო გამოცდილი. თანაც, „ლაციო“ შინ ითამაშებს და ფრეც მის წისქვილზე დაასხამს წყალს. „ბრიუგე“ კი გამარჯვების შემთხვევაში გააღწევს მერვედფინალში. პარალელურად, „ზენიტი“, რომელმაც უკვე ვიცით, რომ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა, „დოტმუნდს“ უმასპინძლებს. გერმანული გუნდი უკვე პლეი-ოფშია, მაგრამ ლუსიენ ფავრის გუნდს პირველი ადგილი დაბევებული ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთში ქულების დაკარგვა შეიძლება მეორე ადგილზე გასვლის ფასად დაუჯდეს.

G ჯგუფში მხოლოდ პოზიციები გადასანაწილებელი. „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ გაარკვევენ ვინ იქნება პირველი, მაგრამ ამაში ინტრიგა ნაკლებადაა, რადგან ესპანელებს სამი ქულით მეტი აქვთ და სტუმრად 2:0 მოუგეს „იუვეს“, შედეგად, ანდრეა პირლოს გუნდმა დღეს მინიმუმ 3 გოლი უნდა გაიტანოს და მაგალითად 3:1-ს თუ მოიგებს, ჯგუფში პირველ ადგილზე გავა, მაგრამ 3:2-ზე მიზანს ვერ მიაღწევს. ტურინელებს არც 2:0 მოგება ეყოფათ. მოკლედ, მინიმუმ 3 გოლი უნდა გაიტანონ და ეს 3 გოლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ეყოფათ, თუ ერთზე მეტს არ გაუშვებენ. „ბარსელონას“ არასტაბილურობის მიუხედავად, „იუვენტუსის“ ფორმას თუ გავითვალისწინებთ, „კამპ ნოუზე“ ტურინული გრანდი 3 გოლის გამტანი არ ჩანს. თანაც, ბოლო ოთხ თამაშში „იუვენტუსს“ „ბარსელონას“ წინააღმდეგ გოლი არ აქვს გატანლი... და, რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის დაპირისპირება! პირველ მატჩში რონალდუს კორონავირუსი ჰქონდა და ვერ ითამაშა, ახლა კი 2018 წლის შემდეგ პირველად ორი გენიოსი ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდება და ძველ დროს გაიხსენებენ. ვნახოთ, ვისი აჯობებს. ისე კი, ჩემპიონთა ლიგაზე მესის 3 გოლი აქვს იმ მატჩებში გატანილი, როდესაც კრიშტიანუს წინააღმდგ ითამაშა, ხოლო პორტუგალიელს ამავე შეხვედრებში - არცერთი!

ამავე ჯგუფში ლაშა დვალი სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში იქნება და კიევის „დინამოსთან“ მის გუნდს ევროპა ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარება, რაც უნგრული გუნდისთვის ნამდვილად პრესტიჟი იქნება, ისევე როგორც „დინამოსთვის“. ორივე გუნდს თითო ქულა აქვს, ბუდაპეშტში კი ამ გუნდების დაპირისპირდება 2:2 დასრულდა. ამრიგად, 0:0 ან 1:1 დღეს უკრაინელთა სასარგებლო ანგარიში იქნება.

და ბოლოს, H ჯგუფი, სადაც ყველაზე დაძაბული ვითარებაა. პსჟ-ს, „მანჩესტერს“, „ლაიფციგს“ 9-9 ქულა აქვთ, ხოლო „ბაშაკშეჰირი“ 3 ქულითაა და ბოლო ადგილს თავს ვერ დააღწევს. აი, დანარჩენ სამ გუნდში დიდი ბრძოლაა. სიმართლე რომ ვთქვათ, „პარი სენ ჟერმენი“ ყველაზე მარტივ და ხელსაყრელ ვითარებაშია, რადგან შეიძლება ფრეც ჰყოფნის ჯგუფიდან გასასვლელად, შინ თამაშობს და თან „ბაშაკშეჰირთან“. მოკლედ, ტომას ტუხელის გუნდს დიდი სანერვიულო არ აქვს. „ლაიფციგისა“ და „მანჩესტერის“ მატჩში კი დიდი ამბები იქნება. ისინი ერთმანეთში გაარკვევენ ვინ გავა მერვედფინალში და ვინ გაუდგება ევოპა ლიგის გზას. გერმანელებს მხოლოდ გამარჯვება აწყობთ, რადგან თანაბარ ქულებზე „მანჩესტერი“ უპირატესობას ურთიერშეხვედრებში ფლობს, ინგლისში ხომ „ლაიფციგი“ 5:0 გაანადგურა. თუმცა, იულიან ნაგელსმანის გუნდი კარგ ფორმაშია და გამორიცხული არაფერია.

E ჯგუფი

„რენი“ – „სევილია“

„რენი“ (4-3-3): სალინი; ტრაორე, და სილვა, ნიამსი, ტრუფერი; ბურიჟე, ნზონზი, სილიკი, დელ კასტილიო, ნიანგი, ტაიტი

„სევილია“ (4-3-3): ბონო; კუნდე, გომესი, კარლოსი, რეკიკი; გუდელი, ტორესი, ვასკესი; ოსკარი, იდრისი, ენ-ნესრი

„ჩელსი“ – „კრასნოდარი“

„ჩელსი“ (4-3-3): კეპა; ასპილიკუეტა, ტომორი. რუდიგერი, ემერსონი; კოვაჩიჩი, ჟორჟინიო, გილმორი; ჰადსონ-ოდოი, აბრაჰამი, პულიშიჩი

„კრასნოდარი“ (4-5-1): საფონოვი; სმოლნიკოვი, მარტინოვიჩი, კაიო, რამირესი; კამბოლოვი, ვილენა, ვანდერსონი, კლაესონი, კაბელა; ბერგი

F ჯგუფი

„ლაციო“ – „ბრიუგე“

„ლაციო“ (3-5-2): რეინა; ლუის ფელიპე, აჩერბი, რადუ; ლაძარი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლუკას ლეივა, ლუის ალბერტო, ფარესი; კორეა, იმობილე

„ბრიუგე“ (3-4-3): მინოლე; კოსონუ, მეხელე, მატა; სობოლი, რიცი, ვანაკენი, ვორმერი; ოკერეკე, ლანგი, დე კატელარე

„ზენიტი“ – „დორტმუნდი“

„ზენიტი“ (4-4-2): კერჟაკოვი; სუტორმინი, ლოვრენი, რაკიცკი, ჟირკოვი; მალკომი, ოზდოევი, დუგლას სანტოსი, დრიუსი; აზმუნი, ძიუბა

„დორტმუნდი“ (3-4-3): ბიურკი; ემრე ჯანი, ჰუმელსი, ზაგადუ; პასლაკი, ბელინგემი, ვიტსელი, გერეირო; სანჩო, როისი, აზარი

G ჯგუფი

„დინამო კიევი“ – „ფერენცვაროში“

„დინამო კიევი“ (4-5-1): ბუშჩანი; კეძიორა, პოპოვი, ზაბარნი, მიკოლენკო; სიდორჩუკი, შაპარენკო, ციგანკოვი, შეპელიევი, როდრიგესი; ვერბიჩი

„ფერენცვაროში“ (5-4-1): დიბუში; ბოტკა, ბლაჟიჩი, ფიმპონგი, დვალი, ჰეისტერი; ხარატინი, სომალია,ზუბკოვი, უზუნი; ნგუენი

„ბარსელონა“ – „იუვენტუსი“

„ბარსელონა“ (4-2-3-1): ტერ შტეგენი; დესტი, არაუხო, ლენგლე, ალბა; პიანიჩი, დე იონგი; მესი, გრიზმანი, პედრი; ბრაითვაითი

„იუვენტუსი“ (4-4-2): ბუფონი; კუადრადო, ბონუჩი,დე ლიხტი, ალექს სანდრო; კიეზა, არტური, მაკკენი, რემზი; მორატა, რონალდუ

H ჯგუფი

„პარი სენ ჟერმენი“ – „ბაშაკშეჰირი“

„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): ნავასი; ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა;ვერატი,დანილო, პარედესი; მბაპე, კინი, ნეიმარი

„ბაშაკშეჰირი“ (4-3-3): გიუნოკი; რაფაელი, ეპურანუ, პონჩკი,ალი კალდირიმი; ოზჯანი, კაჰვეჯი, ტურუჩი; შადლი, გულბრადსენი, ბა

„ლაიფციგი“ – „მანჩესტერი“

„ლაიფციგი“ (4-3-2-1): გულაში; მუკიელე, ორბანი, კონატე, ანხელინო; ჰაიდარა, კამპლი, ზაბიცერი; ნკუნკუ, დანი ოლმო; პოულსენი

„მანჩესტერი“ (3-4-1-2): დე ხეა; ტუანზებე, მაგუაირი, ლინდელოფი; ვან-ბისაკა, მაკტომინეი, პოგბა, ტელესი; ბრუნო ფერნანდესი; გრინვუდი, რაშფორდი

0.108384