„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ბარსელონასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მნიშვნელოვან დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, „ბარსელონას“ კრიზისი არ აქვს და ძლიერი მოთამაშეები ჰყავს.
„არ მჯერა „ბარსელონას“ კრიზისის. არასტაბილურები არიან, მაგრამ ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ. ახალი მწვრთნელია, რომელიც თავის იდეებს ნერგავს და დრო სჭირდებათ, ისევე როგორც ჩვენ. სირთულეები შეგვექმნება, მაგრამ შეგვიძლია დავძლიოთ და დასაკარგი არაფერი გვაქვს. „იუვეს“ დნმ არასდროს უნდა დანებდეს, როგორც ეს დერბის პირველ ტაიმში მოხდა. რაც შეიძლება მჭიდროდ უნდა ვითამაშოთ, რომ მეტოქემ ფლანგიდან სცადოს თამაში და შეტევა უფრო გაგვიადვილდება“, - განაცხადა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ ჯგუფიდან გასულები არიან, ხოლო პირველ ადგილზე გასასვლელად ტურინელებს მეტოქის მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით დამარცხება სჭირდებათ (3:1 და ა.შ).