ფეხბურთი

10:56 | 8.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

AS: საქართველო ჩვენი ცუდი მოგონებაა

ცნობილმა ესპანურმა გამოცემა As-მა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ყველა მეტოქის შესახებ დაწერა და მათ შორის, საქართველოს ნაკრებზეც.

პოპულარული გაზეთი საქართველოს ნაკრებზე წერს, რომ მათვის ცუდი მოგონებაა და დაცვაში უფრო ძლიერია, ვიდრე შეტევაში.

„საქართველო - ცუდი მოგონება. ბოლოს ესპანეთის ნაკრებს ამხანგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა და კვაკასიელებმა მოიგეს. შემდეგი ციკლი ვლადიმირ ვაისმა დაიწყო, რომელმაც ახლახან გუნდი დატოვა მას შემდეგ, რაც ევრო 2020-ის პლეი-ოფში ჩრდილოეთ მაკედონიასთან წააგო უკანა ხაზში უფრო მეტი ხარისხი აქვს, ვიდრე შეტევევაში. დაცვაში რამდენიმე კარგი ცენტრალური მცველი ჰყავს, როგორებიცაა ხოჭოლავა, კვირკველია ან დვალი, ხოლო შეტევაში დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან ყაზანის „რუბინის“ 19 ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც ბოლო სანაკრებო მატჩები შესანიშნავად ჩაატარა. ის ოქრიაშვილთან ერთად შეტევაში მთავარ განსხვავებას ქმნის“, - წერია სტატიაში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან სამჯერ უთამაშია, ერთხელ მოიგო და ორჯერ კი წააგო. შესარჩევი ეტაპი 24 მარტს დაიწყება, კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118849