ფეხბურთი

1:03 | 8.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენი ფეხბურთელი: "საქართველოს პატივს ვცემთ, მაგრამ უნდა მოვუგოთ"

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელმა ანასტასიოს ბაკასეტასმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრა შეაფასა. 27 წლის ნახევარმცველის განცხადებით, რომელიც თურქულ „ალანიასფორში“ თამაშობს, ძალიან რთული ჯგუფია და უკეთესი წილისყრაც შეიძლებოდა.

მან საქართველოს ნაკრების ახსენა და მისი აზრით, ჩვენი გუნდის წინააღმდეგ ქულების დაკარგვის უფლება არ აქვთ.

„ვიცით, რომ ესპანეთი ძალიან ძლიერია, ხოლო შვედეთი ორგანიზებული გუნდი, რომლის თამაში გუნდურ სულისკვეთებას ემყარება. ჩემი აზრით, წილისყრა შეიძლებოდა უფრო ხელსაყრელი ყოფილიყო, მაგალითად, მე-5 კალათიდან კოსოვოს ნაცვლად სხვა გუნდი შეგვხვედროდა, მაგრამ ეს ამავდროულად ნიშნავს, რომ არამარტო ჩვენ, არამედ სხვა გუნდებსაც შეუქმნის პრობლემებს. პატივს ვცემთ საქართველის, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის შანსი თუ ნამდვილდ გვსურს, რომ გვქონდეს, ასთ თამაშებში უნდა მოვიგოთ“, - თქვა ბაკასეტასმა.

აქვე გეტყვით, რომ ბაკასეტასს საბერძნეთის ნაკრებში 33 თამაში აქვს ჩატარებული და 2 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრებს ისტორიაში საბერძნეთთან 7-ჯერ უთამაშია და გამარჯვება არ მოუპოვებია (1 ფრე, 6 წაგება).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107842