ყაზახეთის ქალაქ ალმატიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძალოსნობაში მე-2 ქართველი სპორტსმენი ვიხილეთ, თუმცა, მან საბოლოო შედეგის დაფიქსირება ვერ მოახერხა.
77 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ლომთაძემ ატაცში 147-კილოგრამიანი შტანგა დასძლია, შემდეგ კი, 150 კგ-ზე ორი მისვლა გაუცუდდა.
პირველი მოძრაობის შემდეგ, ლომთაძე 21-ე იყო, თუმცა, აკვრაში 175 კგ. ვერცერთ ცდაზე ვერ დასძლია და ბრძოლასაც გამოეთიშა.
მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ოთხ ქართველი ძალოსანს ვიხილავთ. ფიცარნაგზე ნიკა ნანაძე (94 კგ.), გია მაჭავარიანი (105 კგ.), ირაკლი თურმანიძე და ალბერტ კუზილოვი (ორივე +105 კგ.) გავლენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეგეც არ წაგართვან...ეს უეჭველი უნდა მოვიყვანოთ
Sheidzens vitom?interma ar aaxios isev.ddd
ინტერს რაღაცის იმედი აქ ეტყობა,მაგრამ ჩაუხშობენ
სანამ მილანის ფორმას არ ჩაიცმევს მანამ ვერ ენდობი ამ ინფოს მასე ვიტცელიც მიჰყავდათ,მარტინესიც კონდოგბიაც