ფეხბურთი

20:32 | 7.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მინო რაიოლა: "პოგბა და "მანჩესტერი" დასრულდა"

„მანჩესტერ იუნაიტედში“ პოლ პოგბა ბოლო სეზონს ატარებს. სენსაციური ინფორმაცია იტალიურმა Tuttosport-მა გაავრცელა, რომელმაც ინტერვიუ ფრანგი ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას ჩამოართვა.

რაიოლას სრული ინტერვიუ იტალიურ გაზეთში ხვალ გამოქვეყნდება, მაგრამ მანამდე ანონსად რაიოლას ინტერვიუს ნაწილი მაინც წარმოადგინეს:

„პოგბა და „მანჩესტერი“ დასრულებულია. აზრი არ აქვს გვერდიდან მოვლას. უკეთესია, გარკვევით ვისაუბროთ, წინ გავიხედოთ და დრო არ დავკარგოთ დამნაშავის ძებნაში. პოგბა „მანჩესტერში“ უკმაყოფილოა, მას აღარ შეუძლია საკუთარი თავის ისე წარმოჩენა, როგორც სურს და სურდა. მან უნდა შეიცვალოს გუნდი, უნდა შეიცვალოს ჰაერი. აქვს კონტრაქტის ვადა, რომელიც 2022 წლის ზაფხულში იწურება, მაგრამ მჯერა, რომ მხარეებისთვის საუკეთესო გამოსავალია მისი გაყიდვა მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დრო. წინააღმდეგ შემთხვევაში ინგლისურმა გუნდმა, რომელთანაცკარგი ურთიერთობა გვაქვს, კარგად იცის, რომ მას უფასოდ დაკარგავს, რადგან ამ მომენტისთვის მოთამაშეს არ სურს კონტაქტის გახანგრძლივება. თუ ვინმეს ეს არ ესმის, მას ძალიან ცოტა ესმის ფეხბურთის შესახებ", - თქვა რაიოლამ.

რაიოლამ კომენტარი ზლატან იბრაჰიმოვიჩზეც გააკეთა, რომელიც ასევე მისი კლიენტია და „იუვენტუსის“ შეცდომას ხაზი გაუსვა „გასულ ზაფხულს „იუვენტუსს“ იბრაჰიმოვიჩი უნდა ეყიდა. მისი და რონალდუს დუეტი დიდებული იქნებოდა“, - აღნიშნა რაიოლამ.

პოლს „წითელი ეშმაკების“ დატოვება დიდი ხანია სურდა, მიმდინარე სეზონში კი ძირითად შემადგენლობაში ადგილიც დაკარგა. მას კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. ყველაზე აქტიურად პოგბას „იუვენტუსს“ და პარი სენ ჟერმენს“ უკავშირებენ.

პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს და 170 თამაშში 34 გოლის გატანა მოახერხა. ის ინგლისურ გუნდში „იუვენტუსიდან“ 105 მილიონ ევროდ გადავიდა.

0.125737