სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

19:24 | 7.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი და მარცხი სუპერლიგაში

საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი 2 მატჩი გაიმართა დღეს თბილისსა და ქუთაისში. მატჩები პარალელურ რეჟიმში ჩატარდა, რომლებიც 14:00 საათზე დაიწყო და ქომაგებს მათი ლაივ-ტრანსლაციის ხილვის საშუალება ჩვენს ვებ-გვერდზე ჰქონდათ.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩემპიონატის ნომინალურმა ლიდერმა თსუ-მ “ტიტები” დაამარცხა – 100:89 (სტატისტიკა). შეხვედრა უნივერსიტეტელთა უპირატესობით რომ დაიწყო, ასევე დასრულდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი სოლიდურ უპირატესობას რომ დაეპატრონა, ხელიდან მატჩის ბოლომდე არ გაუშვია. უნივერსიტეტელებს საკმაოდ დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ როგორც ლეგიონერებით, ისე ქართველი კალათბურთელებით. სწორედ ამის ხარჯზე თსუ-ს პრობლემები არ შექმნია.

“ტიტებში” კი დებიუტი ჰქონდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრს, ქართული პასპორტის მქონე ამერიკელ მაიკლ დიქსონს, რომელმაც ვერ აუწყო ფეხი თსუ-ელთა სწრაფ ტემპს. დიქსონი სათანადო ფორმაში არაა და სანამ თამაშის ეშხში შევიდოდა და ქულების გროვებას დაიწყებდა, თამაშის ბოლომ მოატანა.

საბოლოოდ დიქსონმა 19 ქულა ჩააგდო, თუმცა ეს ვერაფერი შვება ვერ გამოდგა ტიტებისთვის. თსუ-ს რიგებში შეუჩერებელი იყვნენ ქუენთინ დავი (30 ქულა, 12 მოხსნა) და ბრენდონ სლაი (26 ქულა, 8 მოხსნა).

თსუ-ს 4 მოგება და 2 მარცხი აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. დაკარული ქულებით კი ლიდერი “ქუთაისია”, რომელსაც 5-დან 5 გამარჯვება აქვს. ქუთაისელებმა მე-5 მატჩი დღეს, საკუთარ კედლებში, “მგზავრებთან” მოიგეს. მატჩი საკმაოდ დაძაბული იყო და მისი ბედი ბოლო წუთებზე, მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყდა – 95:89 (სტატისტიკა).

სუპერლიგის მორიგი მატჩი 8 დეკემბერს, რუსთავში გაიმართება, სადაც სათამაშოდ “ბათუმი” ჩავა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118467