ფეხბურთი

16:54 | 7.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურის სიმბოლურში (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. „შტურმის“ ნახევარმცველმა გასულ უიქ-ენდზე ვენის „აუსტრიასთან (4:0) მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა.

სტატისტიკის ვებგვერდმა Sofascore-მ ჩვენებურის თამაში 9.1 ქულით შეაფასა, რაც ყველაზე მაღალი შეფასება გამოდგა.

კიტეიშვილმა „აუსტრიას“ ლამაზი გოლები გაუტანა, განსაკუთრებით მეორე და ავსტრიულ კარიერაში ეს მისთვის პირველი დუბლი აღმოჩნდა.

მიმდინარე სეზონში ოთარს 6 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. მას სეზონის გარკვეული ნაწილი ჯერ კორონავირუსის, შემდეგ კი ტრავმის გამო გაუცდა. სეზონს კარგად ატარებს „შტურმიც“, რომელიც ლიდერს 5 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და შეუძლია ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამციროს.

0.11056