ფეხბურთი

21:42 | 7.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2022, საკვალიფიკაციო ეტაპი: საქართველოს ნაკრების ჯგუფი ცნობილია

შვიცარიის ქალაქ ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების ჯგუფი გაირკვა. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი B ჯგუფში იასპარეზებს, რომელიც შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

  • ესპანეთი
  • შვედეთი
  • საბერძნეთი
  • საქართველო
  • კოსოვო

აღსანიშნავია, რომ ჩენი ჯგუფი ხუთგუნდიანია და ამის მიზეზი ესპანეთის ნაკრებია, რომელიც უეფას ერთა ლიგის ოთხთა ფინალში თამაშობს ოქტომბერში და ორი სათამაშო ფანჯარა ამისთვის აქვს გამოყოფილი. საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან და საბერძნეთთან თამაშის გამოცდილება გააჩნია (უფრო ვრცლად მოგვიანებით), ხოლო შვედეთისა და კოსოვოს ნაკრებებს აქამდე არასდროს შეხვედრია.

საკვალიფიკაციო ეტაპის განრიგი:

I ტური: 24-25 მარტი

II ტური: 27-28 მარტი

III ტური: 30-31 მარტი

IV ტური: 1-2 სექტემბერი

V ტური: 4-5 სექტემბერი

VI ტური: 7-8 სექტემბერი

VII ტური: 8-9 ოქტომბერი

VIII ტური: 11-12 ოქტომბერი

IX ტური: 11-13 ნოემბერი

X ტური: 14-16 ნოემბერი

პლეი-ოფი, პირველი რაუნდი: 24-25 მარტი (2022 წელი)

პლეი-ოფი, მეორე რაუნდი: 28-29 მარტი (2022 წელი)

საქართველოს ნაკრების კალენდარი ოდნავ მოგვიანებით დაზუსტდება და ცხადია, უმალვე გაგაცნობთ.

მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს 13 ევროპული ნაკრები მოიპოვებს. აქედან 10 საგზურს ჯგუფის პირველადგილოსნები ავტომატურად მიიღებენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში გადაინაცვლებენ, სადაც მათ აწ დასრულებული ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებს შორის საუკეთესო ორი შედეგის მქონე ნაკრებები შეუერთდებიან (ცხადია, თუ ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლიდან არ მოიპოვებენ მუნდიალის ან პლეი-ოფის საგზურს).

0.11883