დღეს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი წილისყრის წინ მეოთხე კალათაშია განთესილი და იქ მყოფ სხვა ნაკრებებს შესარჩევ ეტაპზე ვერ დაუპირისპირდება.
მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" გეგმავს.
2022 წლის მუნდიალის წილისყრის წინ კალათები:
- I კალათა: ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, ხორვატია, დანია, გერმანია, ნიდერლანდები
- II კალათა: შვეიცარია, უელსი, პოლონეთი, შვედეთი, ავსტრია, უკრაინა, სერბეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი
- III კალათა: რუსეთი, უნგრეთი, ირლანდია, ჩეხეთი, ნორვეგია, ჩრდ. ირლანდია, ისლანდია, შოტლანდია, საბერძნეთი, ფინეთი
- IV კალათა: ბოსნია, სლოვენია, მონტენეგრო, ჩრდ. მაკედონია, ალბანეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ბელარუსი, საქართველო, ლუქსემბურგი
- V კალათა: სომხეთი, კვიპროსი, ფარერები, აზერბაიჯანი, ესტონეთი, ყაზახეთი, კოსოვო, ლიეტუვა, ლატვია, ანდორა
- VI კალათა: მალტა, მოლდოვა, ლიხტანშტაინი, გიბრალტარი, სან მარინო
საკვალიფიკაციო ეტაპის განრიგი:
I ტური: 24-25 მარტი
II ტური: 27-28 მარტი
III ტური: 30-31 მარტი
IV ტური: 1-2 სექტემბერი
V ტური: 4-5 სექტემბერი
VI ტური: 7-8 სექტემბერი
VII ტური: 8-9 ოქტომბერი
VIII ტური: 11-12 ოქტომბერი
IX ტური: 11-13 ნოემბერი
X ტური: 14-16 ნოემბერი
პლეი-ოფი, პირველი რაუნდი: 24-25 მარტი (2022 წელი)
პლეი-ოფი, მეორე რაუნდი: 28-29 მარტი (2022 წელი)
მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს 13 ევროპული ნაკრები მოიპოვებს. აქედან 10 საგზურს ჯგუფის პირველადგილოსნები ავტომატურად მიიღებენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში გადაინაცვლებენ, სადაც მათ აწ დასრულებული ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებს შორის საუკეთესო ორი შედეგის მქონე ნაკრებები შეუერთდებიან (ცხადია, თუ ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლიდან არ მოიპოვებენ მუნდიალის ან პლეი-ოფის საგზურს).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აა ჯგუფი, "უკეთესს" ვერ ინატრებ კაცი !!!
ვეღარ უყარეს კენჭი?
იმედია წესიერ ჯგუფში მოვხვდებით
და რა აზრი აქვს როგორ ჯგუფში მოვხვდებით? შედეგი მაინც იგივე ფარჩაკი იქნება. პესიმისტი არ ვარ, უფრო მაზოხისტი ვარ, რადგან ამ უთავმოყვარეოების თამაშს პირველივე შესარჩევიდან ვუყურებ და ამ 25 წელიწადში ნერვების შლის მეტი არაფერი მახსოვს ათასში ერთი გამონათების გარდა. თუ ისეთი დოდო მწვრთნელი შეარჩიეს, როგორიც ვაისია, მაშინ ხომ საერთოდ თამაშის ყურებაც აღარ ეღირება.
ქართული ფეხბურთის მცირერიცხოვან გულშემატკივრებს რაც გაგვიკეთა საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთის ფედერაციამ ნოემბერში ამ ჯგუფის ღირსი ვართ
ბელგია
შვეიცარია
უნგრეთი
საქართველო
კვიპროსი
მალტა
ახალი ციკლი ახალი იმედები როგორც წესი, მაგრამ რეალურად რა ჯგუფშიც არ უნდა მოვხდეთ ჩემი აზრით გასვლის შანსი არარეალურია, საშუალოზე დაბალი დონის გუნდის დასამარცხებლად ჩაკვე და კვარა კი უშველის მაგრამ ისეთ გუნდებს რომლებიც საშუალო ევროპული კლასის არიან ძალიან გაგვიჭირდება. ჩვენ მამლუქებს თუ მივაღებინებთ საქართველოს მოქალაქეობას და ახალი მწვრთნელიც თუ ივარგებს, მაშინ შეიძლება ბრძოლაზე ფიქრი, წარმატების მიღწევა კი გაგვიჭირდება.
ერთხელ ხომ შეიძლება დანაკლისის გარეშე ვითამაშოთ???? სახეს გავახევთ ნებისმიერს
ხორვატია,თურქეთი, ჩრ ირლანდია, სომხეთი, მოლდოვა
Bolo sami kargi variantia
ესენი შეგვხვდებიან
Anu 2021wels erta liga agar gaimarteba.
გერმანია შვეიცარია უნგრეთი საქართველო კოსოვო მოლდოვა--ეს კი ყველაზე ცუდი
ხორვატია რუმინეთი ფინეთი საქართველო ანდორა სან მარინო--ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება !
Mikvirs finetis survili ratom gaqvt
იმიტომ რომ დავანგრევთ ფინეთს !
Chemi azrit shotlandiastan ufro gveqneboda shansi,
ბრიტანულ გინდებს ბოლო 30ნ წელი ვისაც შევხვდიტ მგონი ყველა წავაგეთ ეს ადრე იყო დიდი დინამო რომ გვყავდა მაშინ ვანგრევდით ბრიტანელებს და ეხლა პირიქითაა
Shotlandia ertaderti gundia chvenze win myofi qveynebis kategoriidan vistanac 50/50 ze vart. Magaze meti damaimedebeli ra gitxra? Rac sheexeba finets, imaze uketesi gundi hyavt vidre mashin roca chven qecbaia gvyavta gundis mesached da ki gemaxsovreba 4 qula rom agviges
კი გაირკვევა,მარამ მერე რა დავიწყებთ სავარაუდო ქულების დათვლას,ვარაუდებს სად როგორ და რანაირად.3 ტურის მერე კი მხოლოდ თეორიული,ხოლო 5 ტურის შემდეგ არანაირი შანსი.ეს კინო უკვე რამოდენიმეჯერ გვაქვს ნანახი.
Dania austria finland georgia armenia gibratal..კარგი იქნება ესეთი ჯგუფი...