თამაშგარე

11:49 | 7.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელას ახველებს?

ბელგიელი ყოფილი მოდელი რაფაელა ფიკო, რომელიც წარსულში იტალიელი ფერადკანიანი მობურთალის, მარიო ბალოტელის გულისსწორი იყო, უარყოფს გავრცელებულ ჭორს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კორონავირუსი შეეყარა და ამ ჭორების გამავრცელებლებს მის მუდმივ მტრებად მოიხსენიებს.

საქმე იმაშია, რომ რაფაელა მიუხედავად მთელს მსოფლიოში მოდებული გლობალური კორონა-პანდემიისა, არ წყვეტდა სხვადასხვა ღინისძიებებში მონაწილეობას და მისი სახლი წვეულებების უმთავრესი ადგილი იყო, სწორედ ამიტომაც გავრცელდა ჭორი იმის შესახებ, რომ საბოლოოდ ამ ასულსაც წამოახველა.

აქვე იმასაც შეგახსენებთ,რომ რაფაელა ფიკოს მარიოს ბალოტელისგან ერთი შვილი ყავს. ბავშვი თავიდან დედასთან იზრდებოდა, ახლა კი დედ-მამის მოლაპარაკების შემდეგ ერთი თვე მარიოსთანაა და მეორე კი დედასთან, რაც როგორც რაფელა ამბობს ბავშვისთვის სტრესული და არასურველია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.177922