ფეხბურთი

11:04 | 7.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "იუვე", "ინტერი" და "ნაპოლი" ისევ ჩვენზე ძლიერები არიან"

„მილანი“ საოცარ ფორმაშია და სერია A-ს სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. „სამპდორიასთან“ გამარჯვების შემდეგ „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ განაცხადა, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტები არ არიან.

„ჩვენ ნამდვილი გუნდი ვართ, ვითამაშეთ იბრჰიმოვიჩის, კიაერის, ბენასერის გარეშე, მაგრამ ვაჩვენეთ, რომ ერთიანი გუნდი ვართ. ვიცით,რომ ყველა თამაშს ვერ მოვიგებთ, მაგრამ თითოეულ მატჩზე ერთი და იგივე ენთუზიაზმი გვაქვს.

„ინტერი“, „იუვენტუსი“ და „ნაპოლი“ ყველაზე ძლიერ გუნდებად რჩებიან. როგორ ფიქრობთ,“იუვენტუსი“ ფავორიტი აღარ არის? როგორ ფიქრობთ, „ინტერს“ სკუდეტოსთვის ბოლომდე ბრძოლა არ შეუძლია?“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, „მილანი“ სერია A-ს 26 ქულით ლიდეროს და 10 ტურის შემდეგ „ინტერს“ 5, ხოლო „იუვენტუსსა“ და „ნაპოლის“ 6-6 ქულით უსწრებს.

0.120628