ისტორია

9:51 | 7.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

7 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1980 - დაიბადა ჯონ ტერი. ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “ჩელსის” მცველი. 2000 წელს “ნოტინგემ ფორესტში” ჩაატარა 6 მატჩი. “არისტოკრატებთან” ერთად 2004-2005, 2005-2006, 2009-2010 და 2014-2015 წლების სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში გაიმარჯვა. 5-ჯერ მოიგო ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისა (2000, 2007, 2009, 2010, 2012), ორჯერ ლიგის (2005, 2007) თასები. ასევე გაიმარჯვა საფეხბურთო ასოციაციის სუპერთასის გათამაშებაში (2005). 2012 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 2013 წელს ევროპის ლიგა. “ჩელსის” მაისურით, 488 მატჩში 40 გოლი გაიტანა. 2005 და 2008 წლებში აღიარეს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მცველად. 2005 წელს დაასახელეს ინგლისის, 2001 და 2006 წლებში კი “ჩელსის” საუკეთესო ფეხბურთელად. ინგლისის ეროვნული ნაკრების რიგებში ჩაატარა 78 შეხვედრა, გაიტანა 6 გოლი. ევროპის 2004 და მსოფლიოს 2006 წლების ჩემპიონატების მონაწილე. ინგლისის ნაკრებს 2006 წლიდან კაპიტნობდა, ცნობილი სკანდალის შემდეგ ფაბიო კაპელომ მას სამკლავური ჩამოართვა, თუმცა, 2011 წლიდან იგი კვლავ ინგლისელთა კაპიტანი იყო.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1907 - იუჯინ კორი პირველი რეფერი გახდა, რომელმაც რინგზე იმსაჯა. ეს

ლონდონში მოხდა, ერთმანეთს კი სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეები, ტომი ბერნსი და ჯეიმს მორი ხვდებოდნენ.

1911 - “ნიუ ვესტმინსტერმა”, “ვანკუვერმა” და “ვიქტორიამ” ჰოკეის ეროვნული ასოციაცია დააარსეს.

1930 - ინგლისის საფეხბურთო პირველი დივიზიონის (ამჟამინდელი პრემიერლიგა) მატჩში “სანდერლენდმა” “ლივერპულს” 6:5 მოუგო.

1937 - რუსმა მოჭადრაკე ალექსანდრ ალიოხინმა მატჩ-რევანშში ჰოლანდიელი დიდოსტატი მაქს ეივე (ფიდეს მომავალი პრეზიდენტი) დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა.

1939 - 36 წლის ბეისბოლისტი ლუი გერიგი “დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

1961 - თბილისის “დინამომ” ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ჩატარებული ტურნეს მსვლელობისას, ეკვადორის გუიაკილის “ბარსელონას” 2:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები თენგიზ მელაშვილმა და ზაურ კალოევმა გაიტანეს. “დინამო”: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, ხურცილავა, ხოჭოლავა, გ. სიჭინავა, ხელაძე, მელაშვილი, ბარქაია, კალოევი, იამანიძე, დათუნაშვილი. გუნდს ავთანდილ ღოღობერიძე წვრთნიდა.

1972 - თბილისის “დინამომ” აზიური ტურნეს მსვლელობისას, სინგაპურის მეორე ნაკრებს 6:0 მოუგო. ოთხი გოლი ფირუზ რეხვიაშვილმა გაიტანა, თითო გოლი კი აქტივში გივი და ლევან ნოდიებმა მიითვალეს. “დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ებრალიძე, გოგიჯანაშვილი (კუტივაძე), გ. მაჩაიძე (მჭედლიშვილი), გავაშელი, მ. მაჩაიძე (ასათიანი), რეხვიაშვილი, გ. ნოდია (გუცაევი), ლ. ნოდია. გუნდს გავრიილ კაჩალინი წვრთნიდა.

1977 - თბილისის “დინამომ” უეფას თასის გათამაშების განმეორებით მერვედფინალურ მატჩში, ციურიხში ადგილობრივ “გრასჰოპერსთან” 0:4 წააგო (პირველი შეხვედრა ქართველებმა 1:0 მოიგეს) და ტურნირს გამოეთიშა. ციურიხში შემდგარ ასპარეზობაში ძალიან არაობიექტურად იმსაჯა ფრანგმა არბიტრმა კიტაბჯანმა. მან რამდენიმე საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო და მოედნიდან შოთა ხინჩაგაშვილიც გააძევა. “დინამო”: გაბელია, კოსტავა, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, ჩივაძე, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გ. მაჩაიძე (კოპალეიშვილი), ყიფიანი, ჩელებაძე. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1978 - ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) კლუბ “ნიუ იორკ აილენდერზის” მოთამაშე მაიკ ბოსიმ, თავის სპორტულ კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

1984 - საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაზე, არგენტინულმა “ინდეპენდიენტემ” “ლივერპულს” 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი პერკუდანმა გაიტანა. მატჩი ტოკიოში ჩატარდა და მას 62 ათასი მაყურებელი დაესწრო. შეხვედრას ბრაზილიელი არბიტრი რომუალდო სჯიდა. “ინდეპენდიენტე”: გოინი, კლაესენი, ვილიავერდე, ტროსერო, ენრიკე, ჰიუსტი, მარანგონი, ბოჩინი, ბურუჩაგა, პერკუდანი, ბარბერინი. “ლივერპული”: გრობელაარი, ფ. ნილი, ნიკოლი, რ. კენედი, ჰანსენი, გილესპი, დალგლიში, მიალბი, რაში, ჯონსტონი, უარკი (უელანი).

1991 - ამერიკელმა მოციგურავე კიტმა მსოფლიოს თასი მოიგო.

1995 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მსაჯების გაფიცვა დაიწყო, რომელიც 12 დეკემბერს შეწყდა.

1996 - ფიფამ რეჯი ბლინკერის როტერდამის “ფეიენოორდიდან” “შეფილდ უენსდეიში” გადასვლისას სატრანსფერო დარღვევა აღმოაჩინა და ფეხბურთელი 36 ათასი დოლარით დააჯარიმა.

2006 - უეფამ როტერდამის “ფეიენოორდი” 125 ათასი ევროთი დააჯარიმა. ამის მიზეზი უეფას თასზე “ნანსისთან” ჰოლანდიელი გულშემატკივრების მიერ ჩადენილი ხულიგნური გამოხტომები იყო. როტერდამელებს დაავალეს სტადიონ “სტად მარსელ პიკოს” შეკეთებაც, რომლის ტრიბუნები ჰოლანდიელმა ფანებმა დააზიანეს.

2006 - აზიის თამაშების მსვლელობისას სამხრეთ კორეელი ჟოკეი ჰიუნ ჩილ კიმი ცხენიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

2007 - “მანჩესტერ იუნაიტედის” შოტლანდიელი თავკაცი, ალექს ფერგიუსონი, გამოცემა Onze Mondial-მა წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

2010 - “კოპენჰაგენმა” ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ათენის “ოლიმპიაკოსს” 3:1 მოუგო, “ბარსელონას” შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პირველი დანიური კლუბი გახდა, რომელმაც ამ ტურნირის პლეი ოფში გააღწია.

2013 - “მანჩესტერი”-“ნიუკასლი” 0:1. ”ნიუკასლმა” “ოლდ ტრაფორდზე” 41 წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. ”მანიუ” ზედიზედ მეორედ დამარცხდა თავის მინდორზე.

2013 - საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდნტი ისევ ჟან ტოდტი გახდა. 67 წლის ტოდტი, ფედერაციამ გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც პარიზში ჩატარდა, პრეზიდენტად ზედიზედ მეორე ოთხწლიანი ვადით აირჩია. თავის დროზე ტოდტი „პეჟოს“ რალის პროგრამის შეფი იყო, შემდეგ კი „ფერარის“ ფორმულა ერთის გუნდს ჩაუდგა სათავეში, რომელსაც სწორედ მისი ხელმძღვანელობისას, ყველაზე წარმატებული პერიოდი ჰქონდა. მიხაელ შუმახერმა თავისი შვიდი ტიტულიდან ხუთი სწორედ ტოდტის „ფერარიში“ მოიპოვა.

ამ დღეს დაიბადნენ

1908 - ჯონ დოეგი. ამერიკელი ჩოგბურთელი. აშშ-ის ღია პირველობის 1930 წლის მამაკაცთა ტურნირის ჩემპიონი.

1956 - ლარი ბერდი (მეტსახელი – “ლარი ლეგენდა”). მსოფლიოს კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. თამაშობდა ინდიანას კოლეჯის გუნდსა და “ბოსტონ სელტიკსში”. ბოსტონელებმა ლარი ბერდი დრაფტზე 1978 წელს აიყვანეს და 13 სეზონის განმავლობაში ამ კლუბის ღირსებას იცავდა. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სამგზის ჩემპიონი (1981, 1984, 1986). 1984 და 1986 წლებში აღიარეს NBA-ს სუპერფინალის საუკეთესო მოთამაშედ. 1984, 1985 და 1986 წლებში დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სეზონის უძლიერეს (MVP) კალათბურთელად. 1980-88 წლებში, ბერდი ზედიზედ ცხრაჯერ შეიყვანეს NBA-ს პირველ ხუთეულში. 1980 წელს ლარი ბერდი აღიარეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალწვეულად. NBA-ში ბერდმა 897 მატჩი ჩაატარა და 21 791 ქულა გააკეთა. მისი მატჩში საშუალო მაჩვენებელი 24,3 ქულა იყო. საშუალოდ ბერდი მატჩში ფარიდან ასხლეტილი ბურთის 9 მოხსნას ახორციელებდა. მან “ოცნების გუნდის” პირველი ფორმაციის გუნდთან ერთად ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიადის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ლარი 1996 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის 50 უძლიერეს მოთამაშეთა შორის, ხოლო 1998 წელს შეიყვანეს ნეისმიტის სახელობის საკალათბურთო “დიდების დარბაზში”.

1972 - გარი ფლიტკროფტი. “ბლექბერნ როვერსის” ფეხბურთელი.

1976 - ოქსანა რახმატულინა. რუსეთის ქალ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მსროლელი (180 სმ). მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი.

1980 - დაიბადა ჯონ ტერი. ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “ჩელსის” მცველი. 2000 წელს “ნოტინგემ ფორესტში” ჩაატარა 6 მატჩი. “არისტოკრატებთან” ერთად 2004-2005, 2005-2006, 2009-2010 და 2014-2015 წლების სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში გაიმარჯვა. 5-ჯერ მოიგო ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისა (2000, 2007, 2009, 2010, 2012), ორჯერ ლიგის (2005, 2007) თასები. ასევე გაიმარჯვა საფეხბურთო ასოციაციის სუპერთასის გათამაშებაში (2005). 2012 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 2013 წელს ევროპის ლიგა. “ჩელსის” მაისურით, 488 მატჩში 40 გოლი გაიტანა. 2005 და 2008 წლებში აღიარეს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მცველად. 2005 წელს დაასახელეს ინგლისის, 2001 და 2006 წლებში კი “ჩელსის” საუკეთესო ფეხბურთელად. ინგლისის ეროვნული ნაკრების რიგებში ჩაატარა 78 შეხვედრა, გაიტანა 6 გოლი. ევროპის 2004 და მსოფლიოს 2006 წლების ჩემპიონატების მონაწილე. ინგლისის ნაკრებს 2006 წლიდან კაპიტნობდა, ცნობილი სკანდალის შემდეგ ფაბიო კაპელომ მას სამკლავური ჩამოართვა, თუმცა, 2011 წლიდან იგი კვლავ ინგლისელთა კაპიტანი იყო.

1984 - რობერტ კუბიცა. ფორმულა1-ის პირველი პოლონელი მრბოლელი. 2008 წელს მოგებული აქვს კანადის გრან-პრი. ამჟამად “ბმვ ზაუბერის” წევრია, 2010 წლიდან კი “რენოს” გუნდში იასპარეზებს.

ამ დღეს გარდაიცვალა

1935 - ჯეიმს ატერსონი. ლონდონის “ვულვერჰემპტონ უონდერერსის” ირლანდიელი გოლკიპერი. იგი პნევმონიით 19 წლის ასაკში გარდაიცვალა.

0.109765