იტალიის ნაკრების ექსფეხბურთელი მარიო ბალოტელი სერია B-ს ბინადარ „მონცაში“ ითამაშებს, რომელთანაც კონტრაქტი გუშინ გააფორმა. 30 წლის ფეხბურთელმა ტრანსფერის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„მადლობა პრეზიდენტ ბერლუსკონის და ადრიანო გალიანის ამ შანსისთვის. ყველაფერს გავაკეთებ „მონცას“ სერია A-ში გადასაყვანად“, - აღნიშნა ბალოტელიმ.
მარიო ლომბარდიულ გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება, მაგრამ სურვილის შემთხვევაში კონტრაქტის განახლება შესაძლებელი იქნება.
„მონცას“ პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონია, აღმასრულებელი დირექტორი ადრიანო გალიანი. ბალოტელი ბოლოს „ბრეშაში“ თამაშობდა, რომელიც ზაფხულში დატოვა.