სხვა

15:22 | 6.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვანკუვერში ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალი გაიხსნა

2010 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა - ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რომელიც საყოველთაო ზეიმი უნდა ყოფილიყო, დიდი ტრაგედიით დაიწყო. 12 თებერვალს, თამაშების გახსნამდე რამდენიმე სააათით ადრე სავარჯიშო დაშვებისას დაიღუპა 21 წლის ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი. წლეულს ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიელის დაღუპვიდან 10 წელი გავიდა, 25 ნოემბერს კი ის 32 წლის გახდებოდა.

კანადაში საქართველოს საელჩოსა და ბრიტანეთის კოლუმბიის ქართული დიასპორული ორგანიზაციის ძალისხმევით, ვანკუვერის ცენტრალურ - სტენლის პარკში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალი გაიხსნა. ვანკუვერის მერიის რეგულაციების შესაბამისად, ცნობილი და პოპულარული ვანკუვერელებისადმი მიძღვნილი მემორიალების მსგავსად, სტენლის პარკში განთავსებული ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალიც სკვერის სკამშია ასახული.

მემორიალურ სკამს შესაბამისი წარწერაც ამშვენებს: „ნოდარ ქუმარიტაშვილი - ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიელი, რომელიც 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს საბედისწეროდ დაიმტვრა. შენი მემკვიდრეობა ცოცხალია."

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩო, ვანკუვერის ქართულ დიასპორულ ორგანიზაციასთან ერთად, პატრონაჟს უწევს ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსა და პროექტებს.

0.117801