ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი მარცხი განიცადა სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი „ორეგონს“ დაუპირისპირდა და 13 ქულიანი სხვაობით 83:70 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში სანდრომ პარკეტზე 35 წითი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ქართველ ფორვარდს მიმდინარე ჩემპიონატში საკუთარი სტატისტიკიდან ყველაზე ცუდი თამაში ჰქონდა, რადგან ის საშუალოდ თამაშში 18,8 ქულასსა და 8.3 პასს აგროვებს.
„სეტონ ჰოლს“ 3 მარცხის საპირისპიროდ მხოლოდ 1 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 7 დეკემბერს, სტუმრად „პენ სტეიტთან“ ჩაატარებს.