სხვა

9:58 | 6.12.2020 | ნანახია 1135 - ჯერ

რომან დოლიძემ UFC-ში ზედიზედ მეორე ბრძოლა მოიგო (+VIDEO)

რომან დოლიძემ UFC-ში მეორე ბრძოლა გამართა და ისევ გამარჯვება მოიპოვა. ქართველი მებრძოლი ბრაზილიელ ჯო ალანს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა.

დოლიძემ სამი რაუნდიდან ორში აჯობა მეტოქეს და მსაჯებმაც მას გამარჯვება მიანიჭეს. რომანისთვის ეს მეორე გამარჯვებაა UFC-ში, მანამდე რუსი ხადის იბრაგიმოვი დაამარცხა.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს UFC-ში ნოკაუტით მოიგო თავისი ბრძოლა ილია თოფურიამ და მასაც დადებითი ბალანსი აქვს - 2 მოგება, 0 წაგება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:27 | 06.12.2020
federer (17) (15576)

ძალიან დამაჯერებლად მოიგო ეს ბრძოლა, მაგრამ პირველ მსაჯს რა დაესიზმრა ვინმემ ხომ არ იცით?
რთულია ყველა ბრძოლის ნოკაუტით მოგება მაგრამ რამხელა უსამართლობა შეიძლება მოხდეს დღეს გამოჩნდა, თუმცა შეიძლება ეს კარგი გაკვეთილი იყოს რომანისთვისაც და ჩვენი სხვა ბიჭებისთვის.
საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად დამთავრდა და ვულოცავ ბიჭებს ამ გამარჯვებებს.

0.123886