ფეხბურთი

11:44 | 6.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ პონედელნიკი გარდაიცვალა

საბჭოთა ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ვიქტორ პონედელნიკი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება მისმა შვილმა, ანასტასიამ გაავრცელა.

პონედელნიკი 1960 წელს საბჭოთა ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონი გახდა. იუგოსლავიასთან მატჩში (2:1) მან დამატებით დროში გადამწყვეტი გოლი გაიტანა და ისტორიაში პირველი ევროპის ჩემპიონატის ბედი გადაწყვიტა.

მოგეხსენებათ, იმავე ფინალში საბჭოთა ნაკრების კიდევ ერთი გოლის ავტორი სლავა მეტრეველია.

ვიქტორ პონედელნიკმა საბჭოთა კავშირის ნაკრებში 1960-1964 წლებში 29 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. საკლუბო დონეზე ის „როსტელმაშის“, „როსტოვის“, ცსკასა და „სპარტაკის“ ღირსებას იცავდა.

0.119151