1907 - დაიბადა ჯოვანი ფერარი. იტალიის ნაკრების, “ალესანდრიას”, “იუვენტუსის” (1930-35, 1941-42), “ინტერის” (1935-40), “ბოლონიას” (1940-41) ნახევარმცველი. მსოფლიოს 1934 და 1938 წლების ჩემპიონი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 44 მატჩი, გაიტანა 14 გოლი. რვაჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი – ხუთჯერ “იუვენტუსის” (1931, 1932, 1933, 1934, 1935), ორჯერ “ინტერის” (1938, 1940), ერთხელაც “ბოლონიას” (1941) რიგებში. 1939 წელს მოიპოვა იტალიის თასი. 1942-45 წლებში წვრთნიდა “ინტერს”, 1958-59, 1960-62 წლებში კი იტალიის ნაკრებს. ჯოვანი ფერარი 1982 წელს გარდაიცვალა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1873 - ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი საერთაშორისო მატჩი ჩატარდა ფეხბურთში. იელის უნივერსიტეტის ნაკრებმა ინგლისურ კლუბ “ეტონს” 2:1 მოუგო.
1904 - ლონდონურმა “ვულვიჩ არსენალმა” პარიზის საფეხბურთო ნაკრებს 26:0 მოუგო.
1913 - იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, აზიის კონტინენტზე ბეისბოლში პირველი საჩვენებელი მატჩი ჩატარდა. “უაით სოქზმა” “ნიუ იორკ ჯაიანთს” 9:4 მოუგო.
1925 - ამერიკულ ფეხბურთში “ჩიკაგო ბიარზისა” და “ნიუ იორკ ჯაიანთსის” მატჩზე დასასწრებად გაყიდული ბილეთების შედეგად, შემოსავალმა 73 ათასი დოლარი შეადგინა, რაც იმ პერიოდისათვის სარეკორდო მაჩვენებელი იყო.
1931 - ინგლისის პირველი დივიზიონის მატჩში, “ნიუკასლ იუნაიტედსა” და “პორტსმუტს” შორის, არც ერთი კუთხური არ დანიშნულა. შეხვედრა ნიუკასლის “სენტ ჯეიმს პარკზე” ჩატარდა.
1951 - კარდიფის “ნინიან პარკზე”, უელსის საფეხბურთო ასოციაციის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ მატჩში, უელსის ნაკრებმა დიდი ბრიტანეთის საუკეთესო მოთამაშეთაგან შედგენილ გუნდს 3:2 მოუგო.
1960 - “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვის შედეგად “ოქროს ბურთი” ბარსელონელ ლუის სუარესს გადაეცა.
1968 - თბილისის “დინამომ” აზიური ტურნეს მსვლელობისას, კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში, ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს 3:0 სძლია. ქართველთაგან გოლები ალექსანდრე ილიადიმ და გოჩა გავაშელმა გაიტანეს, ერთი ბურთიც მასპინძლებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს. “დინამო”: ურუშაძე, ძოძუაშვილი, რეხვიაშვილი, კანთელაძე, ჭოხონელიძე, პეტრიაშვილი, ილიადი (ქიქავა), კუტივაძე, გავაშელი, გ. ნოდია, ლ. ნოდია (ქორიძე). გუნდს ვიაჩესლავ სოლოვიოვი წვრთნიდა.
1968 - ბეისბოლის ეროვნული ლიგის (NBL) კომისარი უილიამ ეკერტი გადააყენეს. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე სამი წელი მოღვაწეობდა.
1970 - “კლივლენდ კავალიერზმა” ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) პირველი საშინაო გამარჯვება მოიპოვა. კლივლენდელებმა “ბუფალო ბრეივზს” 108:106 სძლიეს.
1981 - ავსტრალიელმა სტაიერმა რობ დე კასტელიამ მარათონულ გარბენში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:08.18).
1987 - გერმანელმა მოციგურავე კრისტინა როტენბურგერმა 500 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (39.39).
1988 - თბილისის “დინამომ” ისრაელური ტურნეს მსვლელობისას, ქალაქ აშდოდის კლუბების ნაკრებს 2:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები გელა კეტაშვილმა და თემურ ქეცბაიამ გაიტანეს. “დინამო”: ხაპოვი, კეტაშვილი, არზიანი (გოგიჩაიშვილი), ჭედია, ჩიქოვანი (ცხადაძე), ნემსაძე (კაჭარავა), სვანაძე, ცვეიბა, ცაავა, დარასელია (გ. ჯიშკარიანი), ყიზილაშვილი (ქეცბაია). გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა.
1988 - “მილუოკი ბაქზმა” ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მეათასე მოგება იზეიმა.
1990 - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ახალი კლუბი, “ტამპა ბეი ლაითნინგი” მიიღეს.
1992 - დევისის თასის 81-ე გათამაშების ფინალში, აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა შვეიცარიის ნაკრებს 3:1 მოუგო. მატჩი ამერიკის ქალაქ ფორტ უორთში ჩატარდა.
1993 - შვედმა მოციგურავე გუნდა ნიემანმა ქალთა შორის 5 კილომეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (7:13.29).
1995 - ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სწარფი გოლი გავიდა. ავსტრალიაში “ადელაიდა სიტისა” და “სიდნეი იუნაიტედის” მატჩის დაწყებიდან 3.68 წამში ადელაიდელთა ირლანდიელმა ფორვარდმა დემიენ მორმა მოახერხა თავის გამოჩენა.
2006 - ესპანური “ტენერიფეს” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფეხბურთის ავსტრიელი სპეციალისტი, ბერნდ კრაუსი გადააყენეს.
2007 - ოლეგ ბლოხინმა უკრაინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
2007 - ბრაზილიური “კორინთიასის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანუ მენეზი დაინიშნა.
2007 - ავსტრალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად, ჰოლანდიელი პიმ ვერბეკი დაინიშნა.
2007 - გადაწყდა, რომ 2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად, ინგლისის განაცხადს “ლოს ანჯელეს გელექსის” ვარსკვლავი დევიდ ბექჰემი წარადგენდა.
2007 - მოსკოვის “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაშიდ რახიმოვი დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე იური სიომინი შეცვალა.
2009 - ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონი 17 წლიანი პაუზის შემდეგ “ფლამენგო” გახდა. რიო დე ჟანეიროული კლუბი მეექვსედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
2012 - საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ალექსანდრე მეტრეველი აირჩიეს.
2012 - საქართველოს ეროვნული ნაკრების და იტალიური “მაპორო კანტუს” ერთ-ერთმა ლიდერმა მანუჩარ მარკოიშვილმა ევროლიგის მე-9 ტურში ჩინებულად ითამაშა და მადრიდის ”რეალთან” გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო. კანტუელებმა 76:70 იმარჯვეს, ქართველმა მცველმა კი 23 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
2012 - ევროტურნირების ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ევროასპარეზზე უდანაკარგო იყო, გერმანიაა. გერმანელებს ევროტურნირებზე 7 გუნდი ჰყავდათ და ამდენივე დარჩათ. სამმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასძლია, ხოლო ოთხმა - ევროპის ლიგის.
2012 - UEFA-ს გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშება არა ერთ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, არამედ 12 სახელმწიფოს ტერიტორიაზე გაიმართება.
2012 - სომხეთის დედაქალაქში ახალგაზრდა მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ალექსანდრე დოკვაძემ ნახევარფინალი შოტლანდიელ სქოთ ანტონი ფორესტთან დათმო - 7:13 (2:3, 2:3, 3:7) და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ამ დღეს დაიბადნენ
1907 - ჯოვანი ფერარი. იტალიის ნაკრების, “ალესანდრიას”, “იუვენტუსის” (1930-35, 1941-42), “ინტერის” (1935-40), “ბოლონიას” (1940-41) ნახევარმცველი. მსოფლიოს 1934 და 1938 წლების ჩემპიონი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 44 მატჩი, გაიტანა 14 გოლი. რვაჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი – ხუთჯერ “იუვენტუსის” (1931, 1932, 1933, 1934, 1935), ორჯერ “ინტერის” (1938, 1940), ერთხელაც “ბოლონიას” (1941) რიგებში. 1939 წელს მოიპოვა იტალიის თასი. 1942-45 წლებში წვრთნიდა “ინტერს”, 1958-59, 1960-62 წლებში კი იტალიის ნაკრებს. ჯოვანი ფერარი 1982 წელს გარდაიცვალა.
1913 - ელეონორ ჰოლმი. ამერიკელი მოცურავე. გულაღმა ცურვაში 1932 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.
1922 - გი ტისი. 1980 წლის ევროპაზე ბელგია ფინალში გაიყვანა. 1982, 1986, 1990 მუნდიალებზე წვრთნიდა.
1932 - დონ კინგი. მოკრივეთა პრომოუთერი. იყო მუჰამედ ალის, შუგარ რეი ლეონარდსის, მაიკ ტაისონის, ჯო ფრეზერის, ჯორჯ ფორმენის, ევანდერ ჰოლიფილდის, ფელიქს ტრინიდადის, ლარი ჰოლმსის, ოსკარ დე ლა ჰოიას, რობერტო დურანის, ჰასიმ რაჰმანის მენეჯერი. 1954 წელს, დონ კინგმა ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში, პისტოლეტის გასროლით მოკლა ადამიანი, რომელიც მის საკუთრებაში მყოფი სამორინეს გაძარცვას ლამობდა. სასამართლომ კინგი უდანაშაულოდ მიიჩნია. 1974 წელს, დონ კინგმა სპონსორობა გაუწია ზაირის (დღევანდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) დედაქალაქ კინშასაში მუჰამედ ალისა და ჯორჯ ფორმენის ორთაბრძოლას, ხოლო მომდევნო წელს აქტიური მონაწილეობა მიიღო ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ალისა და ჯო ფრეზერის რიგით მესამე დაპირისპირების ორგანიზებაში. ამასთან, დონ კინგი მეტად სკანდალური და ოდიოზური ფიგურაა. მას ორგანიზებულ დამნაშავეობასთან კონტაქტში დებდნენ ბრალს, 2003 წლის მაისში კი, კინგს ლენოქს ლუისმა უჩივლა და ტაისონთან ჩაშლილი ორთაბრძოლის სანაცვლოდ, “რკინის მაიკის” პრომოუთერისაგან კომპენსაციის სანაცვლოდ 385 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვდა. დონ კინგი აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრია, თუმცა 2004 წელს აქტიური მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო კამპანიაში.
1957 - ლუის მარიანო დელის ფურნიე. კუბელი მძლეოსანი. ბადროს ტყორცნაში 1980 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
1969 - ელმორ სპენსერი. “პორტლენდ თრეილ ბლეიზერზის” მეფარე. მონაწილეობდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში.
1971 - დევიდ დეფიაბონი. ნიგერიელი მოკრივე. 1996 წლის ოლიმპიადაზე გამოდიოდა კანადის სახელით და მოიპოვა ვერცხლის მედალი.
1971 - რიჰარდ კრაიჩეკი. ჰოლანდიელი ჩოგბურთელი. 1996 წლის უიმბლდონის ჩემპიონი ერთეულთა თანრიგში. 1992 წელს იასპარეზა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში. 1999 და 2000 წლებში გავიდა აშშ-ის ღია პირველობის მეოთხედფინალში, ხოლო 2002 წლის უიმბლდონის ტურნირში რვა უძლიერეს ჩოგბურთელს შორის მოხვდა.
1971 - მეტ მელოუნი. “ჰიუსტონ როკითსის” გამთამაშებელი. ფლეი-ოფის მატჩებში, მელოუნის საუკეთესო შედეგიანობა 26 ქულას აღწევს. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 1996/97 წლების სეზონში, მეტ მელოუნი დაასახელეს NBA-ს საუკეთესო ახალწვეულთა მეორე ხუთეულში.
1975 - ნატალი ტიტკამი. ავსტრალიელი სოფტბოლელი. 1996 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
1975 - ლარს ბურგსმიულერი. გერმანელი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს რამდენიმე წარმომადგენლობითი ტურნირი.
1975 - ალექსანდ კნავსი. სლოვენიის ნაკრებისა და ავსტრიული ”ზალცბურგის” ფეხბურთელი. 2000 წლის ევროპისა და 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილე.
1976 - მარკო პეშიჩი. სერბული წარმოშობის კალათბურთელი. გერმანიის ნაკრებისა და ბერლინის ”ალბას” მსროლელი (198 სმ). ევროპის 2005 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. სერბეთში ჩატარებული ტურნირის ფინალში, გერმანელებმა საბერძნეთთან წააგეს.
1979 - მატეო ფერარი. იტალიელი ფეხბურთელი. ლივერპულის ”ევერტონის” ყოფილი ცენტრალური მცველი.