“მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი შემტევი ხუან მატა მიიჩნევს, რომ “წითელი ეშმაკების” ყოფილ მწვრთნელს, დევიდ მოიესს, უბრალოდ არ გაუმართლა.
მოიესი “მანჩესტერის” მთავარ მწვრთნელად 2013 წელს, გუნდიდან ლეგენდარული სპეციალისტის, ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ დაინიშნა. შოტლანდიელმა “ოლდ ტრაფორდზე” ერთი წელიც ვერ გაძლო. ის, დაკავებული თანამდებობიდან, მიმდინარე წლის აპრილში გაათავისუფლეს.
“მოიესს არ გაუმართლა. საჭირო შედეგებს ვერ ვაჩვენებდით, შემდეგ კი მწვრთნელი დაითხოვეს. უნდა ვაღიარო, რომ ეს იმაზე გაცილებით ადრე მოხდა, ვიდრე მე ვვარაუდობდი.
ალექს ფერგიუსონის შეცვლა ნებისმიერ მწვრთნელს გაუჭირდებოდა. მოიესთან მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდი, მაგრამ მისი მადლობელი ყოველთვის ვიქნები.
სწორედ მან დამირეკა და “მანჩესტერში” თამაში შემომთავაზა. მოიესმა თავდაჯერებულობა შემმატა. მას, “სოსიედადში”, წარმატებებს ვუსურვებ. იმედი მაქვს, ახალ გუნდში, ყველაფერი გამოუვა.” – განაცხადა მატამ “სოსიედადის” ახალ მწვრთნელზე საუბრის დროს.