ფეხბურთი

2:34 | 6.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკო“ ერთპიროვნული ლიდერია, „ბარსელონა“ ისევ დამარცხდა

ნოემბერი უხეირო გამოდგა მადრიდის „რეალისთვის.“ ზიდანის შეგირდებმა პრიმერას ზედიზედ სამ ტურში ვერ შეძლეს გამარჯვება. მეტიც, სამიდან ორჯერ დამარცხდნენ და ატყდა ესპანურ მედიაში ალიაქოთი, ფრანგი სპეციალისტი თავს ვერ ართმევს მოვალეობას, გუნდს არც სტილი ეტყობა და არც მონდომებაო. აზარის ტრავმებს უკვე ყველა მიეჩვია, მაგრამ რამოსის არყოფნამ ყველაფერი აურია.

ამიტომ, „სევილიასთან“ შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი გახდა და რეალელებმა დაამტკიცეს, რომ ზიდანის გულისთვის ღირს თავგამოდება.

ვინისიუსს პირველივე წუთზე შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ მიზანმა ოდნავ უმტყუნა. მერე კროოსს და ბენზემას შეეძლოთ გატანა. მასპინძლებმა კი პირველად 39-ე წუთზე დაარტყეს, ისიც არაზუსტად.

„რეალი“ უტევდა, მაგრამ მათი მომენტების რეალიზაციის პრობლემა კარგად მოგეხსენებათ. ამიტომ პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ნახევარში მასპინძელი ანდალუსიელები გააქტიურდნენ, მაგრამ „რეალმა“ თავისი შანსი კონტრშეტევისას იპოვნა. მენდი მარცენა ფრთაზე გაიქცა და მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, ვინისიუსი ოდნავ შეეხო ბურთს, მეკარე ბონო კი დაიბნა და ბურთი კარში მისი ხელიდან შევარდა.

მასპინძლები ბევრს ცდილობდნენ, უტევდნენ. შეცვლაზე შესულმა სუსომ მათ აღტკინებას ცეხლი შემატა, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა და „რეალი“ 20 ქულით მესამე ადგილზეა ცხრილში.

„ატლეტიკომ“ ზედიზედ მეშვიდედ იმარჯვა პრიმერაში. ამჯერად მათი მსხვერპლი ელიტაში დასარჩენად მებრძოლი „ვალიადოლიდი“ გახდა.

თამაში მადრიდელთა შეტევებით დაიწყო მაგრამ ჟინი ნელ-ნელა ჩაქრა და ამისათვის „ატლეტიკო“ კინაღამ დაისაჯა. შესვენებაზე ეტყობა სიმეონემ გვარიანად შეუძახა ბიჭებს და მეორე ტაიმში ისინი უფრო ყოჩაღად გამოიყურებოდნენ. კლასის ხარჯზე მოიგეს. ჯერ ლემარმა დააწინაურა მასპიძლები, რომლებმაც გოლის შემდეგ უკან დაიწიეს და კონტრშეტევაზე დაელოდნენ შანსს. დაელოდნენ და მიიღეს კიდეც. მეორე გოლი ლიორენტემ გაიტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ, 26 ქულით „ატლეტიკო“ ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

ისევ წააგო „ბარსელონამ.“ ახლა კვლავ დაატყდება კრიტიკის ქარ-ცეცხლი რონალდ კუმანს. ხუმრობა ხომ არ არის, წააგო პრიმერას დებიუტანტთან, რომელიც 14 წლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა ელიტაში.

თუმცა თავად მატჩის სიუჟეტი დიდად არ განსხვავდებოდა დანარჩენებისგან. „ბარსელონა“ ყველაფერს აკონტროლებდა და უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ საბოლოო დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა. პირველი გოლიც რაღაც უცნაური გაუშვეს, რომელიც მინგესის შეცდომას მოჰყვა.

მეორე ტაიმში მასპინძელმა ალკალიამ საკუთარ კარში გაიტანა და კატალონიელებს თამაშის გადარჩენის იმედი გაუჩნდათ. მაგრამ „კადისმა“ ისევ იხეირა. ამჯერსად უხეშად შეცდა ლანგლე.

„ბარსელონა“ მიმდინარე სეზონში მეოთხედ დამარცხდა და 14 ქულით ცხრილში მე-7 ადგილზე დგას.

ესპანეთი

პრიმერა. მე-12 ტური. 5 დეკემბერი

სევილია - რეალი 0:1

სევილია. „რამოს სანჩეს პისხუანი.“

0:1 ბონო (55 საკ. კარში)

სევილია: ბონო, ნავასი, კუნდე, კარლოსი (იდრისი 80), ვიდალი, ფერნანდო, ხორდანი (გუდელი 64), რაკიტიჩი (ენ ნესირი 64), ოკამპოსი, მუნირი (ტორესი 46), დე იონგი (სუსო 64)

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

რეალი: კურტუა, ვასკესი, ვარანი, ნაჩო, მენდი, კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი, როდრიგო (ასენსიო 66), ვინისიუსი, ბენზემა

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: ხოსე მარტინესი

გაფრთხილება: გუდელი (76); კროოსი (44), მოდრიჩი (60), ვინისიუსი (89)

ატლეტიკო - ვალიადოლიდი 2:0

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“

1:0 ლემარი (56), 2:0 ლიორენტე (72)

ატლეტიკო: ობლაკი, ერმოსო, სავიჩი, ფელიპე, ტრიპიერი, ლემარი (ტორეირა 77), საული (ფელიში 57), ერერა, ვიტოლო (ლიორენტე 46), ლუის სუარესი (კონდოგბია 63), კორეა (კოკე 57)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ვალიადოლიდი: მასიპი, ნაჩო (მიჩელი 74), გონსალესი, სანჩესი (ელ-იამიკი 81), ერვიასი (იანკო 74), ალკარასი, მესა, ხოტა (ტონი სუარესი 62), კიკე (ვაისმანი 62), პლანო, ანდრე

მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

მსაჯი: გონსალეს ფუერტესი

გაფრთხილება: სავიჩი (24), ვიტოლო (40), ლუის სუარესი (49), ერერა (85); სანჩესი (51), მესა (81)

კადისი - ბარსელონა 2:1

კადისი. „რამონ დე კარანსა.“

1:0 ხიმენესი (8), 1:1 ალკალია (57 საკ. კარში), 2:1 ნეგრედო (63)

კადისი: ლედესმა, ესპინო, მაურო (ალკალია 31), ფალი, კარსელენი, ხაირო (ალეხო 81), ბოდიჟერი, იონსონი (ფერნანდესი 81), პერეა (ადეკანიე 80), ხიმენესი (ნეგრედო 62), ფერნანდესი

მწვრთნელი: ალვარო სერვერა

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, ლანგლე, მინგესა (პედრი 46), დესტი (ტრინკანი 78), კოუტინიო (დემბელე 46), ბუსკეტსი (პიანიჩი 78), დე იონგი, გრიზმანი, ბრეთვეიტი, მესი

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

მსაჯი: სესარ გრადო

გაფრთხილება: ლანგლე (61), ალბა (86)

ლევანტე - ხეტაფე 3:0

1:0 როხერი (5), 2:0 დანი გომესი (17), 3:0 დე ფრუტოსი (57)

გაძევება: ჩემა (7), დაკონამი (77) - ორივე ხეტაფე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135993