ავტოსპორტი

1:30 | 6.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი ისვენებს, ბოტასი პოულზეა

სანამ ლუის ჰამილტონი კორონავირუსს მკურნალობს, „მერსედესი“ ისევ წინა ხაზზე რჩება. სახირის დიდი პრიზის კვალიფიკაცია ვალტერი ბოტასმა მოიგო, თუმცა თავისი სწრაფი წრით უკმაყოფილო დარჩა. მეორე დრო კი მისმა ახალმა თანაგუნდელმა ჯორჯ რასელმა დააფიქსირა. მათ უკან მოიტოვეს მაქს ფერსტაპენი, ვინც გამარჯვებულს სულ რაღაც, 0.056 წამით ჩამორჩა.

„ეს არ იყო ჩემი საუკეთესო კვალიფიკაცია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ პოულისთვის საკმარისი გამოდგა“, - განაცხადა ბოტასმა, ვინც რასელს სულ რაღაც, 0.026 წამით აჯობა. ბრიტანელს რომელიც სამქიმიანებს „უილიამსმა“ ათხოვა, ფ1-ში ჩატარებულ 36 რბოლაში ჯერ ქულაც არ აუღია და ახლა ამ არასასიამოვნო ტრადიციის დარღვევის რეალური შანსი გაუჩნდა. სხვათა შორის, პირველ ორ თავისუფალ პრაქტიკაზე ის ბოტასზე სწრაფი იყო.

სახირის დიდი პრიზის რბოლა სახირის ტრეკის განსხვავებულ კონფიგურაციაზე ტარდება, რომელსაც ნაკლები მოსახვევი აქვს და რაც მთავარია, სიგრძეც თითქმის ორჯერ ნაკლები. შესაბამისად, დროებს შორის სხვაობაც შემცირებულია.

თუ ფერსტაპენის მესამე ადგილი არავის გაჰკვირვებია, შარლ ლეკლერის მეოთხე დრო, „ფერარის“ პრობლემური სეზონის ფონზე, გასაკვირიც იყო და მარანელოელთა ფანებისთვის იმედის მომცემიც.

სახირის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 53.377
  2. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.026
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.056
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.236
  5. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 0.413
  6. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 0.529
  7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 0.580
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 0.633
  9. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 0.777
  10. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 0.823
  11. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 0.618
  12. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 0.649
  13. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 0.798
  14. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1.000
  15. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.316
  16. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1.328
  17. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1.419
  18. ჯეკ აიტკენი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1.515
  19. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1.586
  20. პიეტრო ფიტიპალდი (ბრაზილია, ჰაასი) 2.049
0.135346