ესპანეთის ლიგა ენდესაში გიორგი შერმადინმა მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. „იბეროსტარ ტენერიფე“ საკუთარ მოედანზე „მონბუსს“ დაუხვდა და 107:62 გაანადგურა. კანარიელთა უპირატესობა რამდენად სოლიდური იყო, ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს.
შერმადინი პარკეტზე საუკეთესო იყო და MVP-ს ტიტული დაიმსახურა. არადა, მხოლოდ 17:18 წუთი ითამაშა, რაც ლოგიკურია, ბევრი არ დატვირთეს, თამაშის ბედი პირველი ტაიმის შემდეგაც გადაწყვეტილი იყო.
გიორგიმ 18 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 6 ორქულიანი და 6-დან საჯარიმო ჩააგდო, შეტევაში პრაქტიკულად უშეცდომოდ ითამაშა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27 გამოდგა - ორივე გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
„იბეროსტარ ტენერიფე“ 11 გამარჯვებით და 1 წაგებით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება, ხოლო მომდევნო ტურში 12 დეკემბერს, „სან პაბლო ბურგოსს“ უმასპინძლებს.