ფეხბურთი

22:48 | 5.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ მწვრთნელის რანგში მე-700 მატჩი ჩაატარა

„მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, მწვთნელის რანგში მე-700 მატჩი ჩაატარა. ეს ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში მოხდა „ფულემის“ წინააღმდეგ (2:0).

ესპანური Marca გვამცნობს, რომ ამ შვიდასი მატჩიდან გვარდიოლას შეგირდებმა ჯამში 507 შეხვედრა მოიგეს, 111 ფრედ დაასრულეს და 82 წააგეს. ბურთების შეფარდება 1766-573.

მთელი კარიერის განმავლობაში გვარდიოლას გაუწვრთნია: „ბარსელონა B,“ „ბარსელონა,“ „ბაიერნი“ და „მანჩესტერ სიტი.“

„ფულემთან“ გამარჯვების შემდეგ, „სიტიმ“ პრემიერლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზე აინაცვლა.

0.131998