ფეხბურთი

21:51 | 5.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ „სევილიას“ მეკარის ავტოგოლის წყალობით მოუგო

ესპანური პრიმერას მე-12 ტურის მატჩში, „რეალი“ „სევილიას“ სტუმრობდა და 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე გავიდა. მენდი მარცენა ფრთაზე გაიქცა და მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, ვინისიუსი ოდნავ შეეხო ბურთს, მეკარე ბონო კი დაიბნა და ბურთი კარში მისი ხელიდან შევარდა.

„რეალმა“ 20 ქულა მოაგროვა და პრიმერას სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

0.117037