ბარნლიში დამთავრდა ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურის მატჩი ადგილობრივ „ბარნლისა“ და „ევერტონს“ შორის - 1:1.
პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებმა გაათანაბრეს ანგარიში. მათმა ბრაზილიელმა, რიშარლისონმა, საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას დომინიკ კალვერტ-ლიუინმა აჯობა და ვარდნაში შეაგდო ბურთი კარში. ეს ამ უკანასკნელის მე-11 გოლი გახლდათ მიმდინარე ჩემპიონატში და ის ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად ლიდერობს.
ანგარიში კი მე-3 უთზე მასპინძელთა ირლანდიელმა, რობერტ ბრეიდიმ გახსნა შორეული დარტყმით.
შონ დაიჩის შეგირდებს 6 ქულა მოუგროვდათ და ცხრილში ბოლოსწინა მე-19 ადგილზე არიან. „ევერტონი“ კი 17 ქულით მერვეა.