ფეხბურთი

17:16 | 5.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კორონავირუსის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ პირველად ითამაშა

ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა და თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა. რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში „რუბინი“ ქართველი ფეხბურთელის ყოფილ გუნდს, მოსკოვის „ლოკომოტივს“ ესტუმრა და 1:3 წააგო.

კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ იყო, რაც ბუნებრივია, რადგან ვარჯიში სამი დღის წინ დაიწყო. სლუცკიმ ხვიჩა თამაშში 68-ე წუთზე ჩართო, როდესაც ყაზანელები 1:2 მარცხდებოდნენ.

19 წლის ქართველს მოედანზე შესვლიდან მალევე, 75-ე წუთზე ჰქონდა გათანაბრების შანსი. მარცხენა ფლანგზე ორ მცველს გასცდა და კარშიც დაარტყა, მაგრამ მეკარემ აჯობა. საბოლოოდ, 86-ე წუთზე მასპინძლებმა მესამე გაიტანეს და მოიგეს. სხვათა შორის, „რუბინი“ მე-3 წუთზე გატანილი გოლით იგებდა, მაგრამ 47-ე წუთიდან კაცნაკლულმა ითამაშა.

„რუბინს“ 17 ტურის შემდეგ 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 13 დეკემბერს, „ტამბოვს“ ესტუმრება. კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 15 თამაშში 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს საკუთარ ანგარიშზე ჩაწერილი.

0.117842