საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში „დინამო თბილისი“ ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა. ჩისკოს გუნდს ბოლო ტურში უკვე გავარდნილ „მერანთან“ ერთი ქულაც გააჩემპიონებს.
იქამდე, „დინამომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და საკმაოდ მოსაწყენ შეხვედრაში 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი პირველი ტაიმის მიწურულს ნოდარ ქავთარაძემ გაიტანა, რომელმაც პერნამბუკოს მოპოვებული პენალტი ზუსტად დაარტყა. მეორე ტაიმში თბილისელებმა ანგარიში შეინარჩუნეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.
პარალელურად, „დინამო ბათუმი“ ქუთაისში „ტორპედოს“ ესტუმრა და 2:1 იმარჯვა. გოდფრი ობოაბონამ ანგარიში მატჩის მე-11 წუთზე გახსნა, ხოლო 20 წუთში მათე ცინცაძემ სხვაობა პენალტით ორამდე გაზარდა. ქუთათურებმა პირველი ტაიმის ბოლოს ერთი ბურთი გაქვითეს და სიტუაცია დაიძაბა. მეორე ტაიმში ვერც მასპინძლებმა და ვერც სტუმრებმა შედეგიანად თამაში ვეღარ მაოხერხეს და გია გეგუჩაძის გუნდმა მოიგო.
ბოლო ტურის წინ „დინამო თბილისი“ „დინამო ბათუმს“ 2 ქულით უსწრებს და ვინაიდან ურთიერთშეხვედრებშიც სჯაბნის, ფრეც საკმარისი იქნება თბილისელთათვის. 10 დეკემბერს, „დინამო“ „მერანს“ შეხვდება, „დინამო ბათუმი“ კი „ჩიხურას“ დაუპირისპირდება.
ქუთაისის „ტორპედოს“ პლეი-აუტში მოუწევს ეროვნულ ლიგაში დასარჩენად ბრძოლა და მისი მეტოქე ეროვნული ლიგა 2-ის მესამეადგილოსანი გუნდი იქნება. შესაბამისად, "სამტრედიამ" ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
„დინამო თბილისი“ – „სამტრედია“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ქავთარაძე (41, პენ)
„ტორპედო“ – „დინამო ბათუმი“ 1:2 (1:2)
გოლები: 0:1 ობოაბონა (11), 0:2 ცინცაძე (31, პენ), 1:2 ადამაძე (45)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ასეთი ცუდი გუნდი სულ ჩემპიონი რანაირად ხდება ვერ ვხვდები
შენ ცუდი დანარჩენები უნდა ნახო
მეცხავრეები
) გუნდს პატრონი რომ ჰყავდეს ფიფიას ფარერების მერე ვინ გააჩერებდა. ფანკლუბი მივიდა და ფეხბურთელები აკაჩავა, ცუდი ფეხბურთელები რატო ხართო :დ
Mtavaria aferist dolidzes argumenti eqneba ucodinar fifiastan
ერთი დოლიძე აბოლებს ფიფიას და მეორე გეგუჩაძე ბერიძეს
სანამ ამ ქართველ ვაისს(გეგუჩაძეს) არ მოგვაშორებენ ისე გავხდებით ჩემპიონები როგორც ევროზე გავედით,ეს ჩაჯმული თამაში მაგიჟებს,რატომ ჩერდება გუნდი როცა იგებს??? აგერ ლოკომ აიღო და 5:1 ამოტენა
Zalian bevri dabali donis fexburtelia tavmoyrili gundshi da geguchadzec maincdamainc am kategorias ufro eyrdnoba. Archili droulad unda mixvdes rom gundshi mxolod 5-6 fexburteli hyavs normaluri.
მე მაინც ვერ ვწყნარდები
რატომაა რომ დ.თ. დედაქალაქის გუნდებს აფარჩაკებს და რეგიონის გუნდებთან წვალობს???
Rac ar unda iyos Batumis dinamom mxolod sakutar tavs unda daabralos..., kargi fexburtelebis gverdze zalian dabali klasis da tanac bevrs atamashebs geguchadze
1-3 ვინ წააგო?
სად დავწერე არ წაუგია მეთქი? უბრალოდ ვიგულისხმე დედაქალაქურ გუნდებთან ადვილად იგებს თქო
ოჰ ერთი მერანმა მოუგოს ბოლო ტურში და სიტყვას ვიძლევი ცხენის ქანდაკებას დავდგამ აზოში
...ეზოში
ამათ არ ავარჯიშებენ თუ რა ჭირთ...მოძრაობა ეზარებათ