ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი ბერნდ შუსტერი მადრიდში დიეგო მარადონას სამკურნალოდ წაყვანს გეგმავდა. როგორც მან განაცხადა, მარადონა კარგად არ იყო და ამიტომაც, ესპანეთის დედაქალაქში უფრო ხარისხიანად უმკურნალებდნენ.
„ესპანეთში საერთო მეგობარი გვყავდა. გვინდოდა, რომ აქ ჩამოგვეყვანა სამკურნალოდ. ამას ნოემბრის დასაწყისში, მისი დაბადების დღისთანავე ვგეგმავდით, ისიც დაგვთანხმდა. გვსურდა, რომ იქიდან წამოგვეყვანა, რადგან, სადაც იმყოფებოდა, იქ თავს კარგად ვერ გრძნობდა. ვფიქრობ, რომ მადრიდში ჩამოსვლა მას დაეხმარებოდა“, - თქვა შუსტერმა.
შეგახსენებთ, დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე გამოძიება მიმდინარეობს და მისი პირადი ექიმი, ლეოპოლდო ლუკე ერთ-ერთი ეჭვმიტანილია. შუსტერი და მარადონა კი, 1982-1984 წლებში „ბარსელონაში“ თანაგუნდელები იყვნენ.