ფეხბურთი

1:20 | 5.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟ მიქაუტაძემ ბელგიაში მორიგი გოლი გაიტანა (+VIDEO)

ბელგიური „სერენის“ თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე გოლების გატანას აგრძელებს. 20 წლის შემტევმა პროქსიმუს ლიგის მე-13 ტურში „ბრიუგეს“ 23-წლამდე გუნდთან შეძლო თავის გამოჩენა.

„სერენმა“ ადვილად, 4:0 იმარჯვა, მიქაუტაძემ 69 წუთი ითამაშა, ხოლო მე-19 წუთზე მეტოქის კარი დალაშქრა. ჟორჟისთვის ეს სეზონის მე-13 თამაშში მე-16(!) გოლი იყო, თუმცა ბოლო ერთ თვეში პირველად გაიტანა და უგოლო სერიას წერტილი დაუსვა.

ცხადია, 16 გოლით მიქაუტაძე ბომბარდირთა დავას ლიდერობს, „სერენი“ კი 25 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, მაგრამ ლიდერს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

0.129946