ფეხბურთი

0:01 | 5.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვაკო ყაზაიშვილმა "სან ხოსე" დატოვა (+VIDEO)

ვაკო ყაზაიშვილისა „სან ხოსეს“ ურთიერთობა დასრულდა. 27 წლის ფეხბურთელმა ინსტაგრამში აწ უკვე ყოფილ გუნდს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკული გუნი დატოვა.

„სან ხოსე, მადლობა ყველაფრისთვის. მომენატრებით და წარმატებებს გისურვებთ მომდევნო სეზონში", - დაწერა ქართველმა შემტევმა სოციალურ ქსელში.

"მადლობა ჯადოსნური მომენტებისთვის. გოლებიდან დაწყებული პასებით დამთავრებული. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ყველაფერს, რაც ამ კლუბისთვის გააკეთეთ. წარმატებებს გისურვებთ მომავალში“, - წერს „სან ხოსეს“ ვებგვერდი.

ვაკო ყაზაიშვილი „სან ხოსეში“ 2017 წლის ზაფხულში გადაბარგდა და 99 მატჩში თავი 25 გოლით გამოიჩინა. ჩვენებურს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა, მაგრამ სად გააგრძელებს კარიერას, ჯერ უცნობია.

ყაზაიშვილი „სან ხოსემდე“ „მეტალურგის“, „ვიტესისა“ და ვარშავის „ლეგიას“ ღირსებას იცავდა. ყაზაიშვილის გარდა, "სან ხოსე" გურამ კაშიამაც დატოვა, რომელმაც ინფორმაცია ოდნავ მოგვიანებით დაადასტურა.

0.121069