ფეხბურთი

23:20 | 4.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპმა პრემიერლიგის კლუბების ხელმძღვანელები გააკრიტიკა

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა პრემიერლიგის მაღალჩინოსნები ფეხბურთელების კეთილდღეობის უგულებელყოფაში დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც პრემიერლიგამ შეცვლების რაოდენობა ხუთამდე არ გაზარდა.

პრემიერლიგის კლუბების ხელმძღვანელობის უმრავლესობამ ორჯერ არ მისცა ხმა შეცვლების რაოდენობის ხუთამდე გაზრდის ინიციატივას და ხუთშაბათს კლუბების წარმომადგენლების შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი აღარ წამოიჭრა. კლოპის განცხადებით, მწვრთნელების უმრავლესობა გაზრდას უჭერს მხარს.

"არავინ ფიქრობდა, რომ აღნიშნულ ინიციატივას მხარს დაუჭერდნენ. ჩვენთვის, რომ მოეცათ ხმის მიცემის უფლება 15-16 ხმით ინიციატივა გავიდოდა. მაგრამ ეს არ მოხდა და ეს მიანიშნებს, რომ პრემიერლიგის მეწილეები სხვანაირად უყურებენ მწვრთნელებს.

ეს არაა კარგის ნიშანი, გულწრფელად რომ გითხრათ, რადგან ეს აჩვენებს, რომ ისინი ფეხბურთელების კეთილდღეობას უგულებელყოფენ. მწვრთნელები ამას არ აკეთებენ, ხოლო ისინი აკეთებენ.

თუ ხმის მიცემის შანსი არ გაქვს, მაშინ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ეხება ფეხბურთელების კეთილდღეობას და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ. ესაა სწორი მიდგომა." - ციტირებს კლოპის სიტყვებს BBC Sport-ი.

პრემიერლიგის მეწილე ოცივე კლუბია და თუ რომელიმე ვარდება, კლუბი წილს თმობს. ინგლისის ჩემპიონატში გუნდებს ხუთი ცვლილების განხორციელების საშუალება კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს ჰქონდათ, როდესაც ჩემპიონატი აღდგა ივნისში. მაგრამ კლუბების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ მწვრთნელებს კვლავ სამი ცვლილების უფლება ექნებოდათ.

იმისთვის, რომ ხუთი ცვლილება დანერგილიყო, პრმიერლიგის შეხვედრაზე 14 კლუბს მაინც უნდა დაეჭირა მხარი, თუმცა ბოლო შემთხვევაში მხოლოდ 11 კლუბმა გამოიჩინა ინიციატივა და მისცა ხმა ამ იდეას. ევროპის წამყვან ჩემპიონატებში გუნდებს ხუთი ცვლილება შეუძლიათ, მაშინ როდესაც პრემიერლიგაში კვლავ სამია.

"დარწმუნებული ვარ, ამ საკითს კვლავ განვიხილავთ, რადგან გუნდები სამ დღეში ერთხელ თამაშობენ და ყველა განსხვავებულად უყურებს მომავალ სეზონებს. მომავალ ზაფხულში ეს უკვე ინგლისის მთავარი მწვრთნელის პრობლემა გახდება, რადგან ის ფეხბურთელები, რომლის გამოძახებაც მას სურს, კვირაში ზოგჯერ სამ თამაშს ატარებს.

ასე, რომ გარეტ საუთგეიტს ეყოლება ს ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენ გავუგზავნით და თუ ჩვენ ამ სამ ცვლილებაში გავიჭედებით, შემდეგ მას ექნება პრობლემა. შედეგად, ეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის პრობლემაა, ჩემი აზრით." - აღნიშნა გერმენელმა სპეციალისტმა.

იმისთვის, რომ ფეხბურთელებისთვის ტრავმების მიღების მაღალი შანსი აერიდებინათ, იურგენ კლოპთა ერთად "მანჩესტერ სიტის" დამრიგებელი პეპ გვარდიოლაც უჭერდა მხარს ხუთი ცვლილების იდეას. "ლივერპულის" თავკაცმა ასევე უარყო "ფულჰემის" მწვრთნელის სკოტ პარკერის შეხედულება, რომელმაც შეხვედრაზე განაცხადა, რომ ხუთი ცვლილება დიდი შემადგენლობის მქონე გუნდებისთვის იქნებოდა სასარგებლო. კლოპმა ასევე არ დაეთანხმა გარი ნევილს, რომელიც აცხადებდა, რომ "ლივერპულისთვის" ხუთი ცვლილება სასარგებლო იქნებოდა. გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ იგი ყველა ფეხბურთელზე საუბრობს და არა მარტო "ლივერპულის" მოთამაშეებზე.

"როდესაც ხალხი მეუბნება, რომ საკმარის ცვლილებებს არ ვახდენ, ესაა ზუსტად სამი ცვლილების პრობლემა. მესამე ცვლილება უნდა დაიტოვო, რადგან ბევრი ფეხბურთელი ტრავმის ზღვარზეა. არ იცი ვინ დაეცემა პირველი. ასე რომ, ადრეული ცვლილებები არ უნდა განახორციელო, წინააღმდეგ შემთხვევაში თამაშს ცხრა ან 10 ფეხბურთელით დაამთავრებ. პრემიერლიგა მკაცრად ეკიდება საქმეს და ხუთი ცვლილება იქნება სწორი." - დაამატა კლოპმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102621