ურუგვაის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ვარჯიში განაახლა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ტვიტერის გვერდმა გაავრცელა. სუარესს ნოემბერში ნაკრებში თამაშის პერიოდში კორონავირუსი დაუდასტურდა და მას შემდეგ მოედანზე არ გასულა.
კორონავირუსის გამო სამხრეთამერიკელმა ლა ლიგაში "ბარსელონასთან" და "ვალენსიასთან" გამოტოვა შეხვედრები, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე "ლოკომოტივის" და "ბაიერნის" წინააღმდეგ ვერ ითამაშა. მიმდინარე სეზონში სუარესი მოედანზე ცხრა მატჩში გავიდა და ხუთი გოლი გაიტანა.