ფეხბურთი

14:31 | 6.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კლასიკომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა

გუშინ გვიან ღამით არგენტინის ჩემპიონატის მე-10 ტურის შეხვედრა ჩატარდა “ელ მონუმენტალზე”. ადგილობრივმა “რივერ პლეიტმა” საძულველი მეტოქე “ბოკა ხუნიორსი” მიიღო. აღნიშნული დაპირისპირება რომ ერთერთი ყველაზე გამორჩეული ჯახია მთელ მსოფლიოში, ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება.

შეხვედრამ კოკისპირული წვიმის ფონზე ჩაიარა და ისეთი გამოდგა, როგორიც ამ გუნდებს ჩვევიათ: დაძაბული, უხეში და საინტერესო. სატურნირო ცხრილის მიხედვით, ფავორიტი მასპინძელი გუნდი იყო, რომელიც პირველ ადგილს იკავებს და “ბოკას” 8 ქულით უსწრებს, რომელიც მე-9 პოზიციაზეა.

პირველ ტაიმში მასპინძლები ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ ორიონის კარის აღება ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, თავისი შანსი გამოიყენა მაგელანმა და 22-ე წუთზე სტუმრები დააწინაურა. “ბოკას” მდგომარეობა მე-40 წუთზე დამძიმდა ფერნანდო გაგოს გაძევების გამო, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე, “რივერმა” პენალტი ვერ გამოიყენა.

მეორე ნახევარში მასპინძლები მთელი ძალებით მიაწვნენ კაცნაკლულ მეტოქეს და 78-ე წუთზე შეცვლაზე ორი წუთის შემოსულმა პაცელამ ანგარიში გაათანაბრა. 83-ე წუთზე მასპინძლებს მორი გაუძევეს და გუნდებმა 10-10 კაცით დაასრულეს თამაში – 1:1.

რივერ პლეიტი – ბოკა ხუნიორსი 1:1 (0:1)

ბუენოს აირესი, “ელ მონუმენტალი”

რივერ პლეიტი: ბაროვერო, მაიდანა, მორი, პონზიო, როხასი, მორა, მერსადო, ვანგიონი (ბოიე 46), სანჩესი (პაცელა 76), პიშულიჩი (სოლარი 76), გუტიერესი.
მწვრთნელი: მარსელო გალიარდო

ბოკა ხუნიორსი: ორიონი, მელი, მარინი, ერბესი, გაგო, მაგელანი, ეჩევერია, კოლაზო (პერესი 79), კარიზო (ინსუა 46), კალერი (ფუენზალიდა 73), ჩავესი.
მწვრთნელი: როდოლფო არუაბარენა

გოლები: 0:1 მაგელანი (22), 1:1 პაცელა (78).
გაფრთხილებები: ვანგიონი, მერსადო, მორა – მარინი, ჩავესი, ერბესი
გაძევებები: მორი (83) – გაგო (40).
ბურთის ფლობა: 37%-63% დარტყმა: 15(6)-6(4) ჯარიმა: 19-15 კუთხური: 5-1 თამაშგარე: 3-2 სეივი: 3-5

45-ე წუთზე მორამ პენალტი ვერ გაიტანა


სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.16859
სარეკლამო ადგილი - 99
X x X