ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად თურქეთის ეროვნული ნაკრების და "ლილის" თავდამსხმელი ბურაქ ილმაზი დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ილმაზმა მეხუთე ტურში პრაღის "სპარტასთან" მოგებულ (2:1) შეხვედრაში დუბლი შეასრულა და მისი წყალობით ფრანგები ჰგუფში პირველ ადგილს ინარჩუნებენ. 35 წლის ილმაზმა მიმდინარე სეზონში ლიგა 1-სა და ევროპა ლიგაზე ჯამში 15 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მბაპეს დედაც ამასთან შედარებით, ძაან მაგარია ვიკინგი, ნეტა ბაიერნში გაეძროს, მაგრამ არარეალოთურია ეგ, არადა ლევანას რა შემცვლელი ეყოლებოდა
ამის მამა ალფ-ინგე სიტიში თამაშობდა,ასე რომ სიტი მგონის ფავორიტი.