საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ფრანგს კონკურენციას რომელუ ლუკაკუ, ირფან კაჰვეჯი და მერგიმ ბერიშა უწევდნენ.
ოლივიე ჟირუმ "სევილიასთან" სტუმრად მოგებულ (4:0) შეხვედრაში პოკერი შეასრულა და "ჩელსიმ" ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. ფრანგმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 10 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ჟირუ მოედანზე საშუალოდ 27 წუთს ატარებს.







